|
2018-04-10 15:49:09, 1476 ნახვა
კომენტარი
ჭიჭინაძე: პარლამენტის თავმჯდომარე არ არის ჩვენი უფროსი - გამორიცხული არაა მისი გადადგომის საკითხი დავაყენო
„ქართული ოცნების“ წევრი დავით ჭიჭინაძე მმართველ გუნდში არსებულ დაძაბულობას ეხმაურება. როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში ირაკლი კობახიძე აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის პარტიის თავმჯდომარის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებებთან. „მე ვერ გავიზიარებ იმას, რომ გუშინ და გუშინ წინ მოსული ადამიანები რომლებიც მოვიდნენ ქართულ ოცნებაში, იმათმა არ გაიზიარონ პრემიერ-მინისტრის სულისკვეთება და რაღაცა პირადი კერძო სარგებელი მიიღეს ამ ქართულ ოცნებაში ყოფნით და დღეს ვინც მათ ეს მიანიჭა იმის გამო უპირისპირდებიან პრემიერს. პარლამენტის თავმჯდომარე მე მგონი არ არის ჩვენი უფროსი. ის არის ჩვენს მიერ არჩეული ახალგაზრდა ადამიანი რომელსაც ვენდობოდით მაგრამ ჩვენთვის ძალიან მიუღებელი გახდა ბოლო დროინდელი მისი განცხადებები, თუნდაც ჩვენს კოლეგაზე, რომ ესეთი შეურაცხყოფილი ტონით მოიხსენიებს გედი ფოფხაძეს. გედი ფოფხაძეს საკმაოდ დიდი დამსახურება მიუძღვის "ქართულ ოცნებაში" და ამიტომ ვიძახი. ის ადამიანები, ვინც გედი ფოფხაძის მიმართ ბრალდებებს ასახელებენ, ჯობს პირი გამოირეცხონ", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. კითხვაზე - დააყენებს თუ არა პირადად დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის საკითხს, მან აღნიშნა, რომ თუ სიტუაცია არ დალაგდა ეს გარდაუვალი იქნება. „თუ ეს საკითხი დროულად არ გაჩერდება გამორიცხული არაფერი არ არის“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)