21:00 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-10 11:57:24, 1726 ნახვა

საზოგადოება
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს იწყება

2018-2019 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს 14:00 საათიდან, სკოლები პირველკლასელთა რეგისტრაციის დასაწყებად მზად იქნებიან.

რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად:

I ეტაპი დღეიდან 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. დღეს რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 30 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით.

II ეტაპი - საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია

8 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით, შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ გვერდზე www.emis.ge.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.

I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგებნლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

რეგისტრაციის III ეტაპი 2 ივლისს დაიწყება და 16 დასრულდება.

რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

2018-2019 სასწავლოს წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.

2018-2019 სასწავლო წელი დაიწყება 17 სექტემბერს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics