|
2018-04-09 21:28:33, 1691 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი: სიცოცხლის უფლება უფრო აქტიურად უნდა იყოს დაცული ჩვენს ქვეყანაში
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მინდელის შახტში დაღუპული 6 მეშახტის ოჯახს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს და შრომითი უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებზე სიცოცხლის უფლება დაცული იყოს. „მე უკვე რამდენჯერმე მომეცა შესაძლებლობა, რომ გამეზიარებინა ჩემი ტკივილი ჩვენი საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის, რომლებთან ერთად ჩვენ დღეს ვგლოვობთ, ალბათ, ყველა გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას. მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ სიცოცხლის უფლება უფრო აქტიურად უნდა იყოს დაცული ჩვენ ქვეყანაში. ამის თაობაზე პარლამენტში ჩემი გამოსვლების დროს არა ერთი მოწოდება გამიკეთებია, თუმცა ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ მეც ყველაფერი გავაკეთე. ამასთან ერთად, ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს პროფკავშირებთან, სხვა ინტერეს ჯგუფებთან, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ. ასეთი კონსულტაციები მანამდეც იყო, პოზიცია და მოთხოვნები დაფიქსირებულია. ალბათ კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი მეც და რა თქმა უნდა ყველაზე მეტად იმ სტრუქტურებს, რომლებსაც ზედამხედველობა ამ პროცესებზე ევალებათ, ეს არ არის მარტო შახტთან მიმართებაში, ეს არის ფაქტიურად ათობით ადამიანი, რომელიც სამუშაო ადგილას იღუპება, ჩვენ ყველას ბევრად მეტი გვაქვს გასაკეთებელი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)