20:37 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 12:59:49, 334 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ანგელა მერკელს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, სამეზობლო პოლიტიკის საკითხები და საქართველო-გერმანიის ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები იქნება.

მხარეები ასევე განიხილავენ გერმანიის კანცლერის ვიზიტს საქართველოში.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრა რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გაიმართება.

პრემიერი სამიტზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი იმყოფებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics