|
2018-04-05 18:59:35, 1285 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი: მუშათა უფლებების დასაცავად მნიშვნელოვანია მიღებული კანონის ეფექტიანი აღსრულება
სახალხო დამცველი მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. ომბუდსმენი მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველმა 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაანალიზა მსგავსი კატეგორიის საქმეების გამოძიების მიმდინარეობის სტატისტიკური მონაცემები და სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენთა შესახებ ინფორმაცია. "შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით დადგინდა, რომ 2017 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში კი გამოძიება გრძელდებოდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2015 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტებთან დაკავშირებით საერთო სასამართლოებში განხილული 90 საქმის ფარგლებში რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 3 შემთხვევაში განისაზღვრა. არსებითი განხილვის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა კიდევ 20 საქმეზე. საქმეთა 72,2% (65 საქმე), არსებითი განხილვის გარეშე – საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. 1 საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული პირი გამართლდა, 1 საქმე კი, განრიდების გამოყენების მიზნით, პროკურატურას დაუბრუნდა. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა 500-დან 5000 ლარამდე მერყეობს. აღნიშნული მონაცემებით გამოძიების გაჭიანურებისა და გამოძიების ფარგლებში შედეგის დადგომის პრობლემა იკვეთება. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, საწარმოო პროცესის უსაფრთხოების წესები მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში მიღებულ ნორმებში მოიპოვება, ამასთან, უსაფრთხოების წესები გაბნეულია სხვადასხვა საწარმოო პროცესის მარეგულირებელ სპეციალურ აქტებში“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის თანახმად, ზედამხედველ ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება, მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში) შეამოწმოს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მდგომარეობა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, გამოიყენოს სანქციები. კანონით გათვალისწინებული სანქციები 2018 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მომავალში დასაქმებულთა უფლებების დასაცავად, მნიშვნელოვანია აღნიშნული კანონის ეფექტიანი აღსრულება და სახალხო დამცველი მიადევნებს თვალყურს აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, ასევე, ზემოხსენებული კანონის აღსრულების პროცესს.
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)