02:29 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 12:23:58, 312 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველი პარლამენტში ანგარიშით წარდგება

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პარლამენტში ანგარიშით დღეს წარდგება.

როგორც ნანაუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში შენიშვნები პენიტენციალურ სისტემას და ასევე სამართალდამცავი უწყებების საქმიანობას ეხება.

„იმედი მაქვს, დღეს იქნება საკმაოდ კონსტრუქციული დიალოგი. იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ანგარიშში იკვეთება. ეს პირველ რიგში ეხება სამართალდაცველთა საქმიანობას, პენიტანციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას. შენიშვნები გვაქვს გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით, ეხება ეს როგორც ძველი საქმეების გამოძიებას, არაერთი საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის, ასევე გასული წლის განმავლობაში მომხდარ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიებაზე“, - აღნიშნა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნასთან დაკავშირებით, რეკომენდაცია მიმდინარე წელსაც ექნება.

„ეს არის ერთერთი მთავარი რეკომენდაცია, როგორც გასულ, ასევე მიმდინარე წელსაც. ვიმეორებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც წინა წლის განმავლობაში არ შესრულდა“, - აღნიშნა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, ანგარიშის მოსმენა პარლამენტში ხვალაც გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics