01:07 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 19:45:19, 1404 ნახვა

კომენტარი
ბესელია: მგონია, რომ გედევან ფოფხაძე საკუთარ პოზიციას გადახედავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მისთვის საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით გედევან ფოფხაძესთან ამ თემაზე არ უსაბრია. მან იმედი გამოთქვა, რომ ფოფხაძე საკუთარ პოზიციას გადახედავს.

„ჯერ ვერ მოვახერხე, რომ მასთან მესაუბრა ამ თემაზე. ეს ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ მან იმ ჯენჭისყრის შემდეგ ძალიან სწრაფად დატოვა დარბაზი და არ ვიცოდი მისი პოზიციის შესახებ. მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილება მაფიქრებინებს, რომ მისთვის ეს ემოციურად რთული იყო, მაგრამ გადაწყვეტილება ჩვენ ერთად უნდა გააანალიზოს. გედი განსაკუთრებული მორალური ღირებულებების მქონე ადამიანია. ასეთი ადამიანი ცოტაა არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ზოგადად ცხოვრებაში. პირველივე დღიდან არის არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, არამედ გუნდის გამორჩეული ლიდერი. მე მაინც მგონია, რომ პოზიციას გადახედავს, რადგან ჩვენ ვნახეთ კენჭისყრის შედეგები და ნინია  კაკაბაძეს მხარი უმრავლესობის უმრავლესობამ არ დაუჭირა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის თანამდებობაზე ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს. როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, „არ სურს იმ გადაწყვეტილების თანამონაწილე იყოს, რომლითაც პატრიარქის მაგინებელი საზმაუს ბორდის წევრი ხდება“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics