|
2018-04-04 16:44:52, 1464 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტის დანერგვის შედეგად, მნიშვნელოვნად გამარტივდება საგადასახადო ანგარიშგება
გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტის დანერგვის შედეგად, მნიშვნელოვნად გამარტივდება საგადასახადო ანგარიშგება - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს ახალ საგადასახადო ინიციატივებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს, საგადასახადო ორგანოებსა და გადასახადის გადამხდელებს შორის კომუნიკაციაში მონაწილეობს ხუთი დოკუმენტი. „ჩვენ მიერ ინიცირებული პროექტი გულისხმობს ყველა ამ დოკუმენტის გაუქმებას და ამის სანაცვლოდ, ერთი დოკუმენტის წარდგენას ონლაინ რეჟიმში. გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი იქნება საქონლის ტრანსპორტირების, საქონლის მიწოდების და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს საქონლის ტრანსპორტირებისას ცალკე სასაქონლო-ზედნადების გამოწერის ვალდებულება აღარ ექნება. ამასთან, გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი მოიცავს პირველადი საგადასახადო დოკუმენტისათვის საჭირო ყველა ინფორმაციას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი შეცვლის შემდეგი ტიპის საგადასახადო დოკუმენტებს: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა, ნავთობპროდუქტის ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები. როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა, გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი ითვალისწინებს საქონლის/მომსახურების მიღებაზე დასტურს, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას მიღება-ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტადაც. გაერთიანებულ საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა შეეძლება, როგორც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, ისე დღგ-ის არა გადამხდელ პირს. დღგ-ის გადამხდელი პირისთვის აღნიშნული დოკუმენტი იქნება დღგ-ის ჩათვლის საშუალებაც. „აღნიშნული რეფორმის შედეგად, ასევე, შემცირდება ბიზნესის მიერ საგადასახადო ადმინისტრირებისათვის დახარჯული დრო, ბიზნესისა და საგადასახადო ორგანიზებისთვის საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯი, ბიზნესის მიერ საგადასახადო ანგარიშგებაში დაშვებული შეცდომების რაოდენობა. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიო ეკონომიკაში, რომელიც საგადასახადო ადმინისტრირების თვალსაზრისით, ასეთი ტიპის სიმარტივეს შესთავაზებს გადასახადის გადამხდელებს", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
(NS)
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)