01:06 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 13:12:33, 1254 ნახვა

კომენტარი
რატიანი საპარლამენტო უმრავლესობას: თქვენთვის აღარ არის საინტერესო ხალხის მხარდაჭერა - მხოლოდ ბიუროკრატიაზე ზრუნავთ

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი ბორჯომში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და საპარლამენტო უმრავლესობას ძალადობაში ადანაშაულებს.

რატიანის შეფასებით, მმართველი გუნდის ქმედება ბორჯომის საკრებულოში „პოლიტიკური უტიფრობის მაგალითია“.

"თქვენ და ამ შემთხვევაში ბატონ გედი ფოფხაძეს მივმართავ, დამალული იყავით ამ მოვლენებისგან და ნახეთ იქ რა ძალადობა ხდებოდა. ბორჯომის მოვლენები შეიძლება შევაფასოთ პოლიტიკური უტიფრობის განუმეორებელ მაგალითად. ამან კიდევ ერთხელ გამოაჩინა "ქართული ოცნების" სახე და ეს სახე არის შემაშფოთებელი, როდესაც თქვენ მიმართავთ ძალადობას. ამ ძალადობას მიმართავს დემოკრატიულად არჩეული სახელმწიფო დემოკრატიულად არჩეული საკრებულოს მიმართ. ადამიანები გამოამწყვდიეთ შენობაში, იყო ზეწოლა და ფიზიკური ძალადობა. რისთვის გააკეთეთ ეს? - იმისთვის, რომ რამდენიმე ჩინოსანისთვის ხელფასი მოგემატებინათ. თქვენ გესმით, რომ ეს არ არის პოპულარული ნაბიჯი,  მაგრამ თქვენთვის აღარ არის საინტერესო ხალხის მხარდაჭერა. თქვენთვის მნიშვნელოვანი არიან ჩინოვნიკები, ამათგან ელით თქვენ მხარდაჭერას და მათ უნდა აჭამოთ ხალხის ფული. თქვენ გგონიათ, რომ ეს მომავალ არჩევნებზე გიხსნით. თანდათან ადამიანები მიხვდებიან, რომ თქვენ ზრუნავთ მხოლოდ ბიუროკრატიაზე", - განაცხადა სერგო რატიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics