04:07 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-03 17:00:35, 1704 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძე: მნიშვნელოვანია პროგრამები, რომელთაც EBRD-ის მცირე ბიზნესის კონსულტაციების ჯგუფი DCFTA-ის მხარდასაჭერად ახორციელებს

მნიშვნელოვანია ის პროგრამები, რომელთაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მცირე ბიზნესის კონსულტაციების ჯგუფი DCFTA-ის მხარდასაჭერად ახორციელებს- ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის მცირე ბიზნესის კონსულტაციების გუნდის 15 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მიღებაზე განაცხადა.

მისის თქმით, კომპანიების 66%-ში გაიზარდა სამუშაო ადგილების რაოდენობა

„მნიშვნელოვანია ის პროგრამები, რომელთაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მცირე ბიზნესის კონსულტაციების ჯგუფი DCFTA-ის მხარდასაჭერად ახორციელებს. სტატისტიკით, ბენეფიციარი კომპანიების 84%-ს გაეზარდა ბრუნვა საშუალოდ 58%-ით, 72%-ს კი - პროდუქტიულობა. ამავე დროს, კომპანიების 66%-ში გაიზარდა სამუშაო ადგილების რაოდენობა, ხოლო 10%-მა მოიზიდა დამატებითი ფინანსური რესურსები. ჯგუფის მიზანია მცირე და საშუალო საწარმოების დახმარება ადგილობრივი საკონსულტაციო კომპანიებისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. 15 წლის მანძილზე მან განახორციელა 1156 პროექტი ქვეყნის მთელი მასშტაბით, მათგან 44 პროცენტი - რეგიონებში“,- განაცხადა არველაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, მცირე ბიზნესის კონსულტაციების გუნდი ევროკავშირიდან მიღებული დაფინანსებით  „ევროკავშირი ბიზნესისათვის" ინიციატივის ფარგლებში, ახორციელებს DCFTA-ის მოთხოვნებისადმი მცირე და საშუალო საწარმოების ადაპტირების პროგრამას, რომლის მიზანია ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდა, იმპორტის ჩანაცვლების და საექსპორტო პოტენციალის განვითარება. 
აღსანიშნავია, რომ პროექტი გაწერილია 4 წელზე (2016-2019 წლები), რომელშიც ევროკავშირის კონტრიბუცია შეადგენს 4,5 მილიონ ევროს. 
პარალელურად მიმდინარეობს ქალი მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის, ევროკავშირის და ევრობანკის გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების (ETC) ფონდის მიერ.

გენადი არველაძის თქმით, აღნიშნული ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - თან „აწარმოე საქართველოში" სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, აღსანიშნავია ერთობლივი ინიციატივა საკონსულტაციო სერვისების ექსპორტის პოტენციალის გამოვლენის და განვითარების საკითხებში. 

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ პროგრამის ბენეფიციარი და ადგილობრივი საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები, აგრეთვე მრჩეველთა კომიტეტის წევრები და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომლები. მიღებაზე DCFTA ადაპტირებისა და ქალი მეწარმეების პროგრამების მონაწილე 15 ბენეფიციარი კომპანიის წარმომადგენლებს გადაეცათ პროექტის დასრულების სერტიფიკატები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics