23:22 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-03 15:53:43, 1553 ნახვა

კომენტარი
კუჭავა „ნაციონალურ მოძრაობას“: რატომ არ ესწრება კომიტეტის სხდომას თქვენი დეპუტატი კობა ნაყოფია, რომელიც „არემჯი გოლდს“ ფლობდა

რატომ არ ესწრება დღეს კომიტეტის სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი კობა ნაყოფია, რომელიც წლების განმავლობაში ფლობდა „არემჯი გოლდს“, – ამ კითხვით, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს კომიტეტის სხდომაზე მიმართა, სადაც გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს უსმენდნენ.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, როდესაც კობა ნაყოფია „არემჯი გოლდს“ ფლობდა, მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, კომპანიას ყველა ძველ დარღვევაზე პასუხისმგებლობა სრულად ჩამოეწერა.
„ჩემი მარტივი კითხვაა, რატომ არ ესწრება დღეს კომიტეტის სხდომას თქვენი დეპუტატი, თქვენი პარტიის წევრი კობა ნაყოფია, რომელიც წლების განმავლობაში ფლობდა ამ კომპანიას, ამ კომპანიის დირექტორი იყო და დღესაც მეწილეა ამ კომპანიის. რაც ყველაზე მთავარია, როდესაც ის პარლამენტის წევრი იყო, როდესაც „ევროპული საქართველოს“ წევრი კაკო ბობოხიძე ამ კომიტეტის თავმჯდომარე იყო, მიიღეთ კანონი, რომელის მიხედვითაც, პასუხისმგებლობა ყველა ძველ დარღვევაზე ჩამოაწერთ მთლიანად კომპანიას. ეს გაფორმდა ხელშეკრულებით და გია გაჩეჩილაძე ერთ-ერთი მონაწილე იყო, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოში არაკონსტიტუციურობაზე შეიტანა მაშინ სარჩენი და სასამართლომ ეს დააკმაყოფილა”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისი თქმით, ოპოზიციისთვის ბოლნისი საინტერესო  მაშინ გახდა, როდესაც პრობლემა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან არის დაწყებული და იგივე ხდება ჭიათურაში, ზესტაფონში, რუსთავში.

„ამ კომპანიებს სათითაოდ უნდა მიეხედოს და გაეცეს პასუხი, თუ რამე დარღვევები აქვს, მათ შორის „არემჯის“. მაგრამ საინტერესოა თქვენი ახლა დაწყებული განცხადებები, უბრალოდ სირცხვილია ეს“, - განაცხადა კუჭავამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics