|
2015-05-20 19:50:04, 427 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ ხელვაჩაურში მიმდინარე ინფრასტუქტურული სამუშაოები მოინახულა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ ხელვაჩაურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ ხაბაძემ თავდაპირველად ხელვაჩაურში მდებარე სპორტ - კომპლექსი დაათვალიერა, რომლის მშენებლობაც 2013 წლის მაისში დაიწყო. „შენობაში დამონტაჟდა თანამედროვე გათბობის სისტემები. დაიგო ხის იატაკი, მოეწყო გასახდელები და საშხაპეები, მეორე სართულზე გაკეთდა აივნები მაყურებელთათვის. სპორტული დარბაზი გათვალისწინებულია კალათბურთის, ხელბურთისა და მინი ფეხბურთის, ასევე ტანვარჯიშისათვის. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს „ქართული სამშენებლო ჯგუფი“ აწარმოებდა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 482 000 ლარი გამოიყო. ობიექტზე 30 ადგილობრივი იყო დასაქმებული. სპორტსკოლის ინვენტარიზაციაზე უკვე გამოცხადებულია ტენდერი და უახლოეს მომავალში გამოვლინდება გამარჯვებული. მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ასევე გაეცნო სოფელ აჭარისწყლის საბავშვო ბაღის მშენებლობის მეორე ეტაპის მიმდინარეობას. პროექტის ღირებულებაა 343 937 ლარია. 2 სართულიანი კაპიტალური შენობა, 120 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღი ამ სოფელს არასოდეს ქონია და მისი გახსნით ადგილობრივ მოსახლეობას სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები მოეხსნება. ობიექტის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ 20 ადგილობრივი დასაქმდება.სამუშაოებს შ.პ.ს „ლადა“ აწარმოებს. „პარალელურად მიმდინარეობს კირნათში და ჩიქუნეთში საბავშვო ბაღების მშენებლობა. ტენდერი არის გამოცხადებული მახინჯაურის, ფერიის, ქედქედისა და ახალსოფლის საბავშვო ბაღების მშენებლობაზე. დღესვე არჩილ ხაბაძე სოფელ თხილნარში და აგარაში წყლის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ობიექტზე სამუშაოები 2014 წლის აგვისტოს თვეში დაიწყო და 2015 წლის მაისის ბოლოს კი დასრულდება. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 777 550 ლარია გამოყოფილი. სარემონტო სამუშაებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მარიამ ო.ბ 2006“ აწარმოებს. მაგისტრალის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ თხილნარის თემში სასმელი წყლის მიწოდების მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)