09:28 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-03 12:49:43, 1283 ნახვა

საზოგადოება
154 სახერხი საამქრო შეამოწმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მთელი საქართველოს მასშტაბით 154 სახერხი საამქრო შეამოწმეს. 
დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის  79 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 24 აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 4 ფაქტი კახეთში დაფიქსირდა,  7 - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 15 ფაქტი სამცხე-ჯავახეთის სამოქმედო ტერიტორიაზე, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე -13, ქვემო ქართლში - 2,  ხოლო 1 - ქალაქ თბილისში. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა  2 ანგარიშგების წესებისა და 13 ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ამოღებულია ლენტური და ცირკული ტიპის 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი,  სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და დასავლეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა 5-5 უკანონო სახერხი გამოავლინეს, 3  სახერხი დაილუქა კახეთში, 3 - სამცხე-ჯავახეთში, ხოლო აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ჯამში, ამოღებულია 10 მ3-მდე უკანონო, პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი, 52 ერთეული წიფლისა და 5 ერთეული მურყანის სახეობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე (მრგვალი მორი), ხოლო სახერხი დანადგარები დაილუქა. 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს ​ხე-ტყის უკანონო ჭრას. აღნიშნულ სამართალდარღვევებზე გამკაცრებული სანქციების პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურ მუშაობას აგრძელებენ მსგავსი ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად, ვინაიდან, უკანონო სახერხი საამქროების ფუნქციონირება ხელს უწყობს ხე-ტყით უკანონო სარგებლობას და არაერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან არის დაკავშირებული.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics