|
2015-05-20 19:34:16, 414 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა ომბუდსმენთან თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და ჯარისკაცის უფლებების, მათი ინტერესების დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. შეხვედრაზე თინათინ ხიდაშელმა და უჩა ნანუაშვილმა სახალხო დამცველის აპარატში ჯართან დაკავშირებული ახალი პროექტის განხორციელების შესახებ ისაუბრეს და მასთან დაკავშირებულ პრიორიტეტებზე მოსაზრებები გაცვალეს. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯარისკაცის უფლებების თემაზე საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ მისი მოადგილე, ანა დოლიძე იმუშავებს. თავდაცვის მინისტრმა ომბუდსმენთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. „ჩვენ გვჭირდება დახმარება პრობლემების იდენტიფიცირებაში და სახალხო დამცველი ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი პარტნიორი არის ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულებისათვის“ - აღნიშნა ხიდაშელმა. სახალხო დამცველმა აპარატში შექმნილი თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე რეაგირებას მოახდენენ. უჩა ნანუაშვილმა ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე ისაუბრა. „განსაკუთრებული აქცენტი ჩვენი მხრიდან გადატანილი იქნება განათლების საკითხებზე, რომ ძალიან ბევრ ადამიანს, ბევრ სამხედრო მოსამსახურეს გავაცნოთ მათი უფლებები“, - განაცხადა სახალხო დამცველმა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის უწყება სახალხო დამცველის ოფისთან უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი, მინისტრის მრჩევლები მაია ქავთარაძე და პაატა პატიაშვილი, ასევე, სამხედრო ომბუდსმენი თამარ გაბიანი დაესწრნენ.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)