02:32 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 15:34:09, 1265 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი: სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება კვლავ გამოწვევად რჩება

„სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება კვლავ გამოწვევად რჩება“, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ომბუდსმენის განმარტებით, რიგ შემთხვევებში, სიძულვილის მოტივი საგამოძიებო ორგანოების ყურადღების მიღმა რჩება.

„სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეები მოიცავს რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიადაგზე სავარაუდოდ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებს, რომელზეც გამოძიების მიმდინარეობისას სიძულვილის მოტივი არ გამოიკვეთა, შემდეგ კი გამოძიება გაგრძელდა ან შეწყდა; ასევე საქმეებს, რომელზეც გამოძიება, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, არ დაწყებულა. სახალხო დამცველი ასევე შეისწავლის სამართალდამცავთა მხრიდან სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით განხორციელებული შეურაცხყოფის ფაქტებს ლგბტ+ თემის და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართ“,- ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს ინიციატივით მიმართავს, ომბუდსმენის მიერ 2015 წლის 11 თებერვალს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების შესაბამისად, დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს.

 „დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ კანონმდებლობაში შეიტანოს ცვლილებები იმგვარად, რომ შევიწროება, სექსუალური შევიწროება და უარი გონივრულ მისადაგებაზე გათვალისწინებული იყოს როგორც დისკრიმინაციის ფორმები“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, ომბუდსმენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „უზრუნველყოს საჯარო სამსახურში დასაქმებული მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური პაკეტით და არსებული სოციალური და ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისათვის საქართველოს მოქალაქეთა თანასწორად“.

ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროს სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების მიზნით სპეციალური სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებას ურჩევს და ასევე, პროკურატურას მოუწოდებს, რომ სახალხო დამცველისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ის დოკუმენტი, რომლითაც უწყება სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების პროცესში ხელმძღვანელობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics