|
2018-04-02 14:30:06, 1365 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი: ექიმსა და პატიმარს შორის ურთიერთობის კონფიდენციალურობის დაცვის საკითხი კვლავ პრობლემურია
სახალხო დამცველი მიესალმება 2017 წელს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა პატიმრობის კოდექსში, - ამის შესახებ ომბუდსმენის ანგარიშშია აღნიშნული. ომბუდსმენი დადებითად აფასებს წარმოდგენილი რეფორმის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა: გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნა, არასაპატიმრო ღონისძიების ახალი სახის - შინაპატიმრობის ამოქმედება და გარკვეული კატეგორიის მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების უფლების მინიჭება. ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, 2017 წელს სახალხო დამცველს პროკურატურისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომლების მხრიდან პატიმრებზე ფიზიკური ძალადობის გამოძიების მოთხოვნით არ მიუმართავს. "მიუხედავად ამისა, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში პატიმრებს შორის ძალადობა, ციხის კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობა ისევ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად საჭიროა, ერთი მხრივ, ძალადობის შემთხვევების გამოვლენის, დოკუმენტირების, საგამოძიებო ორგანოსათვის შეტყობინების ეფექტური მექანიზმის დანერგვა და, მეორე მხრივ, არსებული სხვადასხვა სარისკო პრაქტიკის აღმოფხვრა. გარდა ზემოაღნიშნულისა, კვლავ პრობლემურია ექიმსა და პატიმარს შორის ურთიერთობის კონფიდენციალურობის დაცვის საკითხი. ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკა", - ნათქვამია ანგარიშში. ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, პრობლემად რჩება პატიმრების დეესკალაციის ოთახში მოთავსების პრაქტიკაც. "დეესკალაციის ოთახში მოთავსებისას დაწესებულების თანამშრომლების მულტიდისციპლინური გუნდი რისკების შემცირებისა და აღმოფხვრის მიზნით, პროცესში არ ერთვება. პატიმრებს აკრძალული აქვთ გარე სამყაროსთან კონტაქტი, არ მიეწოდებათ ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები. ასევე, პრობლემაა დეესკალაციის ოთახებში არსებული გარემო და პირობები. ოთახები არ არის უსაფრთხო და მოწყობილი იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი თვითდაზიანების რისკი", - აღნიშნულია ანგარიშში.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)