02:31 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 13:39:00, 1704 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი: ვანო მერაბიშვილის უფლებების აღდგენისთვის ღონისძიებები ჯერ კიდევ გასატარებელია

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ივანე მერაბიშვილის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების აღდგენისთვის საქართველოს ეფექტიანი ღონისძიებები ჯერ კიდევ გასატარებელი აქვს, -  ამის შესახებ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ომბუბდსმენის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ კონვენციით აკრძალული მიზნებით განპირობებული თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებებბის უხეში დარღვევა დაადგინა.

"კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა პირის თავისუფლებაში უხეში ჩარევით, იშვიათი პრეცედენტია ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში და მსგავს იშვიათ შემთხვევებს სახელმწიფოები, უმეტესწილად, ისეთი შიდა ღონისძიებებით პასუხობენ, რომლებიც პირის პატიმრობიდან გათავისუფლებას გულისხმობს", - ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ივანე მერაბიშვილის მიმართ ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსასრულებლად, საქართველოს ხელისუფლებამ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, უნდა მიიღოს ყველა საჭირო ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიება, სასამართლოს გადაწყვეტილების სრულფასოვნად და დროულად აღსასრულებლად, როგორც ამას ევროპული კონვენციის 46-ე მუხლი მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 16 დეკემბერს ევროპარლამენტარებმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართეს. ისინი ხელისუფლებას ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.  მანამდე მსგავსი მოწოდებით ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლიც გამოვიდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics