|
2018-04-02 13:20:40, 1687 ნახვა
საზოგადოება
„ლგბტ თემი დისკრიმინაციას თითქმის ყველა სფეროში აწყდება“ - ომბუდსმენის ანგარიში
„ლგბტ თემის წარმომადგენლები დისკრიმინაციას თითქმის ყველა სფეროში აწყდებიან“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ომბუდსმენის განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში დამატებითი სტიგმატიზაციის თავიდან აცილების მიზნით, თემის წარმომადგენლები მათ მიმართ განხორციელებული სავარაუდო დისკრიმინაციული ფაქტების შესახებ რეაგირებას ერიდებიან. ანგარიშის თანახმად, საზოგადოებაში მყარადაა ფესვგადგმული ნეგატიური სტერეოტიპული განწყობები ლგბტ თემის მიმართ. ომბუდსმენი განმარტავს, რომ რეალობიდან გამომდინარე, თემის წარმომადგენლები ვერ სარგებლობენ საკუთარი უფელებებით და ეს აქეზებს მათ მიმართ ძალადობას. ამის მაგალითად ნინო ლომჯარიამ 2017 წლის 25 აგვისტოს ბათუმში მომხდარი ფაქტი მოიყვანა, როდესაც სამართალდამცველემა თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ბერიანიძე და ორგანიზაციის წევრი, თორნიკე კუსიანი დააკავეს. დაკავებულები ამბობდნენ, რომ მათ პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს. სახალხო დამცველის პრაქტიკის თანახმად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ლგბტ თემის წარმომადგენლები დისკრიმინაციას მომსახურების მიღებისას და ფართის დაქირავებისას აწყდებიან. "ზოგიერთ შემთხვევაში, განმცხადებლები დისკრიმინაციას ექვემდებარებიან, იმის მიუხედავად, მიეკუთვნებიან თუ არა ლგბტ თემს, რაც, ძირითადად, განპირობებულია მათი გარეგნობით თუ ჩაცმის სტილით. 2017 წლის 17 მაისს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ლგბტ+ აქტივისტების უსაფრთხოების მიზნით სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების შედეგად, აქცია შეზღუდული იყო დროსა და სივრცეში. კერძოდ, შეკრება მიმდინარეობდა მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში, საპატრულო პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაციის პირობებში. სამართალდამცავებს გადაკეტილი ჰქონდათ მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა, ხოლო ადგილზე მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს და აქციის მონაწილეებს უშვებდნენ. სახელმწიფოს მხრიდან დაცვის ამგვარი ღონისძიებების გატარება საზოგადოებაში არსებული მაღალი ჰომოფობიური ფონით არის განპირობებულია და აბრკოლებს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის თავისუფალ გარემოში აღნიშვნას. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური განწყობების შემცირებას, ასევე, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ყველა დაინტერესებული მხარის მიერ", - ნათქვამია ნინო ლომჯარიას ანგარიშში.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)