02:34 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 13:13:57, 1445 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი მაჩალიკაშვილის საქმეზე: სავარაუდო უფლებადამრღვევები შესაძლოა, სახელმწიფოს წარმომადგენლები იყვნენ

 „თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში განსაკუთრებული შესწავლის საგანი უნდა გახდეს დაკავების თაობაზე სასამართლოს განჩინების მიღებიდან ოპერაციის ჩატარებამდე შემუშავებული დაკავების გეგმა და ოპერაციაზე კონტროლი“, -  ამის შესახებ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით ნათელი გახდება, გაითვალისწინა თუ არა ოპერაციის ჩამტარებელმა უწყებამ ძალის პროპორციული გამოყენებისთვის ყველა შესაძლებლობა, რათა გამოუსწორებელი შედეგი – სიკვდილი აერიდებინა თავიდან.

„გასული საანგარიშო პერიოდისგან განსხვავებით, 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში, ტერორისტულ დანაშაულთან დაკავშირებით ჩატარებული სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალება კვლავ აბრუნებს სახალხო დამცველის განხილვის საგნად სიცოცხლის უფლების ეფექტიანი დაცვის პრობლემას. სიცოცხლის უფლება ამ საქმეში დაცული მხოლოდ მაშინ იქნება, თუ სახელმწიფო დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულებს – ეფექტიანად, დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიებს ფაქტს, სადაც სავარაუდო უფლებადამრღვევები შესაძლოა სახელმწიფოს წარმომადგენლები იყვნენ. ტერორიზმთან ბრძოლა დღევანდელი მსოფლიოს ერთ–ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა მასთან ბრძოლის პარალელურად ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად რჩება“, - ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოყენებული ძალის პროპორციულობის შესაფასებლად მნიშვნელოვანია ასევე, უშუალოდ ოპერაციის დროს სპეცდანიშნულების რაზმის მოქმედების გარემოებების დეტალური შესწავლა, და მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ გაფრთხილების საკითხის დადგენაც.

„გამოყენებული ძალის პროპორციულობასთან ერთად, ასევე, მნიშვნელოვანია მისი საფუძვლიანობის შესწავლაც – რა სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების აუცილებლობაზე. სწორედ ამიტომ მოცემული საქმის გამოძიების ფარგლებში მნიშვნელოვანია უშუალოდ იმ სისხლის სამართლის საქმის მასალების (დოკუმენტები, ნივთიერი მტკიცებულებები) შესწავლა და გამოკვლევა, რომლის ფარგლებშიც თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავება იგეგმებოდა. აუცილებელია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, მსხვერპლის ოჯახის წევრისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭება და გამოძიების

პროცესში იმ მოცულობით ჩართულობის უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია მისი კანონიერი ინტერესების დასაცავად. პარალელურად აუცილებელია, დადგინდეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემდეგ სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დროულობა და ხარისხი“,- განაცხადა ლომჯარიამ.

ომბუდსმენი საქართველოს პროკურატურას რეკომენდაციებით მიმართავს.

„რეკომენდაციები საქართველოს პროკურატურას: გამოყენებული ძალის პროპორციულობის შესაფასებლად კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებებით შეისწავლოს: თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების გეგმა და ოპერაციაზე კონტროლი; სპეცდანიშნულების რაზმის გეგმა თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავებამდე; თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები; გამოყენებული სამედიცინო დახმარების დროულობა და ხარისხი; დამკავებელი პირების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების კანონიერება; უზრუნველყოს გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გააცნოს შესაბამისი დოკუმენტაცია“,- ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ასევე, ნინო ლომჯარია  რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ შეიმუშავოს ტერორისტულ დანაშაულებთან ბრძოლის სპეცოპერაციების დეტალური ინსტრუქცია, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს ძალის გადამეტების რისკს და შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics