|
2015-05-20 19:12:08, 1513 ნახვა
სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ურთიერთთავსებადობის პლატფორმის ფორმატში ნატოს სამხედრო კომიტეტის პირველ შეხვედრას და ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში გამართულ ნატოს სამხედრო კომიტეტის მე-6 სხდომას დაესწრო. დღესვე, ალიანსის შტაბ-ბინაში ნატოს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს მე-8 სხდომა გაიმართა. გენერალმა სხდომის მონაწილეებს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა გააცნო. ნატოს შტაბ-ბინაში გენერალური შტაბის უფროსმა ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილეს, გენერალ სერ ადრიან ბრედშოუს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსებას და საქართველოში ერთობლივი სწავლებების ინტენსიურად ჩატარებას. გენერალური შტაბის უფროსი ორმხრივი ფორმატში ასევე შეხვდა უკრაინელ და ბრიტანელ კოლეგებს. მხარეებმა განიხილეს შეიარაღებულ ძალებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარეობა. ალიანსის შტაბ-ბინაში ნატოს მისიებში დაღუპული სამხედროების პატივსაცემად გვირგვინის დადების ცერემონიალი გაიმართა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)