|
2015-05-20 18:51:21, 423 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარები ევროკავშირის ლიდერებს მიმართავენ, საქართველოს ვროპულ პერსპექტივას მხარი დაუჭირონ
რიგის სამიტის წინ ევროპარლამენტარები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურებს საგანგებო წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე მხარი დაუჭირონ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას. ევროპარლამენტარები იმედოვნებენ, რომ რიგის დეკლარაცია განამტკიცებს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც მიღწეულ იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ვილნიუსში. „როგორც ევროპარლამენტის წევრებმა, გვსურს გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და ხაზი გავუსვათ იმ გადაწყვეტილებების მნიშვნელობას, რაც რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე იქნება მიღებული. მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურებს, ხელახლა დაადასტურონ საკუთარი მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკასადმი. ჩვენ გვჯერა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა წარმოადგენს ეფექტურ სტიმულს დემოკრატიული ცვლილებებისათვის და რეფორმების პროცესისათვის აღმოსავლეთ ევროპაში პარტნიორ ქვეყნებში. ჩვენ ვრჩებით ოპტიმისტები, რომ რიგის დეკლარაცია განამტკიცებს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც მიღწეულ იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ვილნიუსში და განსაზღვრავს შემდგომ მნიშვნელოვან პროგრესს“, - ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ რიგის სამიტის დეკლარაცია უნდა იყოს მკაფიო, ძლიერი და ფოკუსირებას უნდა ახდენდეს, სხვა საკითხებთან ერთად, შემდგომ პროგრესსა და ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნორი ქვეყნის ამბიციებზე - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების ფონზე, ევროკავშირის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი აუცილებელია. „ევროკავშირის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი აუცილებელია, ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთმა უზარმაზარი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და პროპაგანდისტული ზეწოლა განახორციელა საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ რიგის სამიტის დეკლარაცია უნდა წარმოადგენდეს არაორაზროვან და განსაზღვრულ გამოხატულებას ევროკავშირის მხარდაჭერისა ამ სამი ქვეყნისადმი და მათი პრო-ევროპული პროგრამებისადმი“, - ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში. ევროპარლამენტარების წერილში ასევე აღნიშნულია, რომ აუცილებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან არსებული სავაჭრო ურთიერთობების წახალისება. წერილში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირმა მკაფიო ვადები უნდა განსაზღვროს საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმის დასასრულებლად. „გვჯერა, რომ ევროკავშირმა უნდა გააგზავნოს პოზიტიური სიგნალი ამ ქვეყნების ევროკავშირში სამომავლო წევრობასთან დაკავშირებით. ეს პერსპექტივა იქნება მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი შემდგომი დემოკრატიული რეფორმებისა და იქნება შესაბამი და ძლიერი სიგნალი დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. გვჯერა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი გამოიწვევს პოზიტიურ დემოკრატიულ ცვლილებებსა და რეფორმების პროცესს ჩართული ქვეყნებისათვის. ევროკავშირმა მკაფიო ვადები უნდა განსაზღვროს საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმის დასასრულებლად“, - ნათქვამია ევროპარლამენტარების მიმართვაში. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ მოცემულ საკითხებზე ყურადღების გამახვილება პროცესში ჩართული ყველაზე მხარისათვის მნიშვნელოვანი პროგრესის მომტანი იქნება. ღია მიმართავს ხელს 96 ევროპარლამენტარი აწერს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)