|
2018-04-01 12:18:22, 2145 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდზე ბომბის გაუვნებელყოფის მიზნით სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლება პირველად გაიმართა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში საჰაერო ხომალდზე სწავლების სახით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გაუვნებელყოფა პირველად მოხდა. პრაქტიკული სწავლება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საავიაციო უშიშროების დეპარტამენტი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამნამღველების ჯგუფი, თვითმფრინავის ბორტზე გამართეს. მსგავსი სახის სწავლება საქართველოში თვითმფრინავის ბორტზე არასდროს განხორციელებულა. სცენარის მიხედვით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების 3 სახის სცენარი გათამაშდა: 1. საჰაერო ხომალდთან დაკავშირებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფრთხის ლოკალიზება - გამნამღველებისა და კინოლოგების მიერ ბორტზე იმიტირებული ბომბის აღმოჩენა და მისი გაუვნებელყოფა. განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. 2. ავარიული ვითარების დროს განსახორციელებელი პროცედურების სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების მიხედვით, A 320 ტიპის საჰაერო ხომალდი, ექსტრემალურად დაეშვა. რის შემდეგაც პირობითად მოხდა შასის აალება და საავიაციო უშიშროების თანამშრომლებმა აალების განეიტრალება მოახდინეს. 3. ქუთაისის აეროპორტში ტერორისტული აქტის განხორციელების შესახებ ანონიმური ზარი განხორციელდა და წერილობითი შეტყობინება შევიდა- ,, ბომბი თვითმფრინავის საბარგო განყოფილებაშია“ - როგორ მოქმედებს ამ შემთხვევაში საავარიო-ოპერატიული ცენტრი. სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების დასრულების შემდეგ გაიმართა დასკვნითი ბრიფინგი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის მოადგილემ, საავიაციო უშიშროების დარგში დავით ჯაბუამ გამართა და სწავლების შედეგები შეაჯამა. მისი განცხადებით, ამ სახის პერიოდული სწავლება საქართველოს აეროპორტებში პერიოდულად ტარდება. ,,ეს არის კომპლექსური ღონისძიება, რომელიც ყოველთვის ხორციელდება, როდესაც შესაძლო ტერორისტული აქტის შესახებ მსგავსი სახის ინფორმაცია შემოდის. პრევენციის მიზნით ჩვენ მსგავსს სწავლებებს მუდმივად ვატარებთ. ანალოგიური სწავლება ჩატარდა 2016-2017 წლებშიც, როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც,-‘’განაცხადა დავით ჯაბუამ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორის, ედუარდ მნაცაკანიანის განცხადებით, მსგავსი სახის პრაქტიკული სწავლების მიზანი აეროპორტებში ყველა მომსახურე პერსონალის მზადყოფნა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამოვლინებაა. ,,იმისთვის, რომ ჰაერში ვიგრძნოთ თავი უსაფრთხოდ, ამაზე ზრუნვას ჩვენ ხმელეთიდან ვიწყებთ. ეს არის დაუწერელი კანონი. საავიაციო უშიშროების სამსახურების გარდა, მიწისზედა მომსახურების ყველა სხვა დანარჩენი სამსახური, უსაფრთხოებაზე მუშაობს და მაქსიმალურად ცდილობს, მოემსახუროს ავიაკომპანიას და მგზავრს საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების მიხედვით“,- განაცხადა ედუარდ მნაცაკანიანმა.
(NS)
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)