|
2018-03-31 15:20:21, 1711 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის ორგანიზებით „თბილისის ახალგაზრდობის ფორუმი 2018“ გაიხსნა
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების“ ორგანიზებით „თბილისის ახალგაზრდობის ფორუმი 2018“ გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მერის მოადგილემ ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობასა და ახალგაზრდებთან მეტი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „თბილისის მერიის მხრიდან ამ ფორმითა და მასშტაბით პირველად ტარდება ახალგაზრდული ფორუმი და მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა ჩართული. ძალიან მნიშვნელოვანია მათი იდეების მოსმენა სწორედ ქალაქის განვითარების კუთხით. ეს არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა იმისათვის, რომ გაღრმავდეს კომუნიკაცია მუნიციპალიტეტსა და ახალგაზრდებს შორის. ახალგაზრდული კონკურსის მეშვეობით, რომელიც ცოტა ხანში გამოცხადდება, ჩვენ ველოდებით იდეებს, რომელიც გულისხმობს ქალაქის მასშტაბით პრობლემატიკის დანახვას და მისი დაძლევის გზების ჩამოყალიბებას. ამ იდეების განხორციელებაში ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ ფორუმზე პრეზენტაცია წარმოადგინა და მუნიციპალური ახალგაზრდული პროგრამებისა და სერვისების შესახებ ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, ფორუმის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას მუნიციპალური ახალგაზრდული პროგრამებისა და ამ მიმართულებით არსებული პრიორიტეტების შესახებ, ასევე, გაეცნობიან ერთმანეთის საქმიანობას, მიზნებს და დასახავენ თანამშრომლობის გეგმებს. ფორუმის მიზანია განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის განვითარება თბილისის მერიასა და თბილისში მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის; მუნიციპალური პრიორიტეტების განსაზღვრაში და პროგრამების განხორციელებაში ახალგაზრდული და სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის ხელშეწყობა; თბილისში განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროს განვითარების მიზნით ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება; ახალგაზრდების საჭიროებებზე ორიენტირებული მუნიციპალური ახალგაზრდული პროგრამების და სერვისების განხორციელება. ორდღიან ფორუმში თბილისში მოქმედი სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ორგანიზაციები მონაწილეობენ. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ.
(NS)
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)