00:57 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 15:51:48, 2083 ნახვა

სამართალი
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული ზაზა ბაქრაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

ამირან ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული ზაზა ბაქრაძე  პატიმრობიდან 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა.

 თბილისის მათავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის ყოფილმა  უფროსმა ზაზა ბაქრაძემ სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა. კერძოდ, დაადასტურა, რომ რომ 2004 წელს 24 ნოემბერს წერეთლის გამზირზე მოხმდარი შემთხვევის დროს, მან  სხვებთან  ერთად, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა შემთხვევის ადგილზე მიიტანა.

საქმეში ბრალდებულმა  სხვა პირებმა ზაზა ბაქრაძე  სიცრუეში დაადანაშაულეს, რასაც დარბაზში მყოფი ბუტა რობაქიძის მშობლების მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა. მათ პროცესი დატოვეს.

„იკითხებდონენ პატრულები, რომლებიც ცალსახად ადასტურებდნენ რომ არანაირი სცენა არ დადგუმლა მეორედ, არანირი დუბლები არ გადაღებულა,არავის გაუსვრია2-ჯერ, 3-ჯერ და ბუტასთვის არ მოურტყიათ ტყვია 5-ჯერ,  6-ჯერ და ა.შ.ყველაფერი სიცრუეა,  რაც ზაზა ბაქრაძემ დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა“,-აღნიშნა თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყანებაში ბრალდებულმა შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა  გურამ დონაძემ.

საქმის პროკურორის განცხადებით, ზაზა ბაქრაძის  ჩვენება შესაბამისობაშია პატრულ-ინსპექტორის და დაზარალებულების ჩვენებასთან.

სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელი ასევე განმარტავს, რომ ზაზა ბაქრაძესთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ზაზა ბქარაძეს 2013 წლის 7 თებერვალს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რის საფუძველზეც მასზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა.

ბაქრაძეს  ბრალად ცეცხლასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების  ბოროტად გამოყენება ედება.

იგი  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  მიმდინარე წლის 28 თებერვალს დააკავეს. ზაზა ბაქრაძე საქართველოში სასამართლოსთვის  აღიარებითი ჩვენების მისაცემად ჩამოვიდა.

გამოძიების ინფორმაციით, 2004 წლის 24 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის ღამეს, პატრულის თანამშრომელმა გიორგი ბაშალეიშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ბუტა რობაქიძე, ხოლო ბუტა რობაქიძის თანმხლები ახალგაზრდები ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ყალბი ბრალდებით მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

პროკურატურის ცნობით, 2005 წლის 29 დეკემბერს უდანაშაულო ახალგაზრდების მიმართ ყალბი ბრალდებით შედგენილი სისხლის სამართლის საქმე გადაიგზავნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც საქმე 7 წლის განმავლობაში არ განიხილა.საქართველოს პროკურატურის ახალმა ხელმძღვანელობამ 2012 წლის დეკემბრში ახალგაზრდებს ბრალი მოუხსნა.

ასევე პროკურატურის ინფორმაციით, 2006 წლის 15 აგვისტოს თბილისის პროკურატურაში  დაიწყო გამოძიება ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მტკიცებულებათა გაყალბების ფაქტზე.

„საქმის აღძვრა იმთავითვე ატარებდა ფორმალურ, თავლთმაქცურ ხასიათს, გამიზნული იყო გარდაცვლილის  ოჯახის წევრთა თვალის ასახვევად და საზოგადოებრივი პროტესტის ჩასაცხრობად. ამის დასტურია ის, რომ საქმის აღძვრის შემდეგ საქმე თაროზე შემოდეს და 6 წლის მანძილზე არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაატარეს“,-ამბობენ პროკურატურაში.

2012 წლის 12 ნოემბერს გამოძიება განახლდა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით,  საქმეზე  ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  ბუტა რობაქიძის მკვლელობისთანავე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ: თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს  უფროსის მოვალეობის შემსრულებლი - ზურაბ მიქაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  უფროსი - გურამ დონაძე, თბილისის ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს  უფროსი - დავით იაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს  უფროსი - ირაკლი ფირცხალავა, ამავე პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსი - ალექსანდრე გვაზავა , ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს  უფროსი - ლევან გვაზავა და თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი - ზაზა ბაქრაძე.

„აღმოაჩინეს რა, რომ დაკავებულებს არ გააჩნდათ არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ზურაბ  მიქაძემ,   ზაზა ბაქრაძემ, გურამ დონაძემ,  ირაკლი ფირცხალავამ, დავით იაშვილმა და ალექსანდრე გვაზავამ გადაწყვიტეს ცეცხლსასროლი იარაღების შემთხვევის ადგილზე მიტანა და ჩალაგება, რათა საზოგადოებისათვის მიეწოდებინათ ცრუ ინფორმაცია, თითქოს ბუტა რობაქიძის მკვლელობა კრიმინალური ჯგუფის გასანეიტრალებლად მოხდა.   ზურაბ მიქაძემ და ზაზა ბაქრაძემ  შემთხვევის ადგილზე მიიტანეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები გადაუნაწილეს გარდაცვლილ ბუტა რობაქიძეს და  მის მეგობრებს. ამის შემდეგ, გურამ დონაძის მითითებით და ინსტრუქტაჟით, წინასწარ მომზადებული შემთხვევის ადგილი გადაიღეს დონაძეს დაქვემდებარებული სამსახურის ოპერატორის ვიდეოკამერით და ამგვარად მოპოვებული მასალა გაავრცელეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით“,-აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics