|
2015-05-20 17:34:40, 433 ნახვა
საზოგადოება
ფინეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
საქართველოს საელჩომ ფინეთში ჰელსინკის ცენტრში მდებარე ცნობილი კათედრალური ტაძრის დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საელჩოს მიღებას ფინეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტოების წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ასევე კულტურის მოღვაწეები, მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სტუდენტები, ფინეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები დაესწრნენ. ფინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა, მან ისაუბრა საქართველოს წარსულზე, ტრადიციებზე, თანამედროვეობაზე, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე, საქართველოსა და ფინეთს შორის თანამშრომლობაზე, ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებზე. საელჩო სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა. საზეიმო მიღების განმავლობაში დარბაზში ისმოდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საგალობლები, ხოლო ტაძრის კედლებზე გამოფენილი იყო ფოტოსურათები საქართველოს ხედებით.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)