09:14 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 14:24:51, 1918 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება საქართველოსთვის კვლავ გამოწვევად რჩება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კუთხით მიმოხილულია მსოფლიოს 70 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო.

სახელმწიფო დეპარტამენტის წლევანდელ ანგარიშში პირველად მოხვდა საქართველოს ნარკოპოლიტიკის სხვადასხვა მიმართულება დაარა მხოლოდ სამართალდამცავთა საქმიანობა, როგორც ეს იყო შარშან. სამართალდამცავი უწყების მუშაობის პარალელურად, ანგარიშშისაუბარია ნარკომანიის პრევენციის, ანტინარკოტიკული კანონმდებლობის საკითხებსა და საქართველოს საერთაშორისოთანამშრომლობაზე ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კუთხით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება საქართველოსათვის კვლავ რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად.ქვეყანაში ნარკოტიკის 50 000-მდე ინტრავენური მომხმარებელია და ეს რიცხვი იზრდება; მაღალია მეთადონის, ჰეროინის,ბუპრენორფინისა და სინთეტიკური ოპიოიდების მოხმარების მაჩვენებელიც.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოს ძალისხმევა  ნარკოდანაშაულის პრევენციისმიმართულებით, კერძოდ, 2017 წელს ჩატარებული კამპანია, რომელიც ნარკოტიკის მოხმარების მავნე შედეგებზე ახალგაზრდებისინფორმირებას ემსახურებოდა. პრევენციული ანტინარკოტიკული კამპანიის სამიზნე აუდიტორია თბილისის, შიდა ქართლის,სამეგრელო-ზემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები იყვნენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა ანტინარკოტიკული პოლიტიკისა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესშიაქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მისიებთან, პარტნიორ სახელმწიფოებთან, ადგილობრივ არასამთავრობოორგანიზაციებსა და აკადემიურ წრეებთან. ასეთი მრავალმხრივი თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან დოკუმენტშიდადებითადაა შეფასებული.

დადებითად ფასდება სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობაც ნარკომანიის წინააღმდეგ; კერძოდ, საპოლიციო ატაშეების რაოდენობის გაზრდა, ასევე, შსს-ში ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო სისტემის შემუშავება.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ აშშ კვლავ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

ნარკომანიასთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. უწყებათაშორისი ორგანოს მიზანიანარკოტიკული ნივთიერებების უკანონო მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირება.

საკოორდინაციო საბჭო განსაზღვრავს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგად პოლიტიკას, შეიმუშავებს ქვეყნის სტრატეგიასა დასამოქმედო გეგმას და მონიტორინგს უწევს მის განხორციელებას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics