04:09 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 14:24:35, 2219 ნახვა

ეკონომიკა
ეროვნული ბანკი 2017 წლის მეოთხე კვარტლის საგადასახდელო ბალანსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

2017 წლის მეოთხე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 530.9 მილიონი აშშ დოლარი (1.4 მილიარდი ლარი, მეოთხე კვარტალის მშპ-ს 13.0 პროცენტი) შეადგინა. ამავდროულად, წლიური მაჩვენებელი 1.3 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა და მშპ-ს 8.7 პროცენტი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება, რომლის უარყოფითი სალდო 2017 წლის მეოთხე კვარტალში წლიურად 6.4 პროცენტით გაიზარდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, აღნიშნული ინდიკატორი 2017 წლის განმავლობაში 0.7 პროცენტიანი შემცირების შედეგად 3.8 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. მეოთხე კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 28.5 პროცენტით ხოლო იმპორტი 15.8 პროცენტით გაიზარდა.

„მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2017 წლის მეოთხე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 18.5 პროცენტით,  ხოლო იმპორტი 20.4 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 19.9 პროცენტით გაიზარდა და მეოთხე კვარტალში 576.8 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 21.5 პროცენტით გაიზარდა და 2017 წლის მეოთხე კვარტალში 407.1 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) შეადგინა. გაზრდილი იყო როგორც კერძო სექტორის, ასევე სამთავრობო ტრანსფერები.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეოთხე  კვარტალში 416.5 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 10.2 პროცენტია. მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის, საფინანსო და მშენებლობის სექტორებში განხორციელდა“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, "საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics