|
2018-03-30 10:54:46, 1830 ნახვა
სამართალი
უზენაესმა სასამართლომ დ.ო.-ს განზრახ მკვლელობის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გააუქმა
საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძველზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და დ.ო.-ს განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ა.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. "სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და უზენაესი სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, პეკინის გამზირზე, დ.ო.-ს და ა.ბ.-ს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ა.ბ.-მ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დ.ო.-ს, მათ შორის ერთ-ერთი გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დ.ო. გადაყვანილ იქნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 2004 წელს დაიწყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა ხალხმრავალ ადგილას მოხდა, სამართალდამცველების მიერ დანაშაული ცხელ კვალზე ვერ იქნა გახსნილი. 2015 წლის მარტში, საქართველოს მთავარ პროკურატურაში განახლებული გამოძიების პირობებში, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოძიებული და დაკითხული იქნენ მკვლელობის უშუალო თვითმხილველები, ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც გამოძიების მიერ სრულად იქნა აღდგენილი 12 წლის წინ ჩადენილი გახმაურებული მკვლელობის გარემოებები. ჩატარებული გამოძიების შედეგად 2016 წლის 26 მარტს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ა.ბ. დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით და მას პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საგამოძიებო უწყების მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ ბრალდებული გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე ა.ბ.-ს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)