09:14 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-29 21:40:24, 1839 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ ბიბლიოთეკაში გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პრეზენტაცია მასზე მომუშავე ჯგუფმა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა იმ ძირითადი ცვლილებების შესახებ ისაუბრეს, რომელთან დაკავშირებითაც, გარკვეული შენიშვნები არსებობს. 

კომპანია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმა დარგის ექსპერტებისა და დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს და მათ საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.  

დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შესრულებადი და ხარისხიანი დოკუმენტის მისაღებად, მუნიციპალიტეტის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს. 

„კარგია, რომ დღევანდელი განხილვა პოლიტიკური განცხადებების გარეშე შედგა. ასევე, კარგია, რომ ჩვენი მოსაზრებების დაფიქსირება შევძელით. დარგის სპეციალისტებმა და ექსპერტებმა შეკითხვების დასმა შეძლეს, რაზეც გენგეგმის ჯგუფმა პასუხები გასცა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქალაქს სრულყოფილი და შესრულებადი გენერალური გეგმა ჰქონდეს. მისასალმებელი და ძალიან კარგია, რომ გენგეგმის ჯგუფი გამოთქვამს მზაობას, ამ თემაზე მუშაობა განაგრძოს. უახლოეს დღეებში კონსულტაციები გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას შეგატყობინებთ“,  - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

ვიცე-მერის თქმით, მუნიციპალიტეტის მერია საბოლოო გადაწყვეტილებას მოქალაქეებისა და ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს. 

„დოკუმენტის მიღებით საქმის კეთება იწყება. ამიტომ, ის სრულყოფილი და რა თქმა უნდა, შესრულებადი უნდა იყოს. ის ასევე, არ უნდა ლახავდეს მოქალაქეების ინტერესებსა და უფლებებს. მოცემულ შემთხვევაში, დოკუმენტს სრულყოფა სჭირდება, რაზეც დღესაც ვისაუბრეთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, ქალაქს გენერალური გეგმა ჰქონდეს“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ. 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილეები ილია ელოშვილი და მაია ბითაძე, დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, არქიტექტორები, ურბანისტები და ტრანსპორტის სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics