14:58 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 14:07:36, 1274 ნახვა

საზოგადოება
რა ჯდება ტრადიციული ქართული სახალწლო სუფრა?

საქართველოში საახალწლო სუფრის გაწყობა  ერთი დიდი ხელოვნებაა, რომლის შესაქმნელადაც ქართული ოჯახები, არც ენერგიას და არც ფინანსებს არ იშურებენ. თუმცა რა უჯდებათ ჩვენს დიასახლისებს საახალწლო ხელოვნების ნიმუშის შექმნა, ამის გასარკვევად ჩვენ ბაზრებს, მაღაზიებსა და მსხვილ სუპერმარკეტებს ვეწვიეთ.
გოჭი, ინდაური, ქათამი, ყველი, ჩურჩხელა და სხვა, ეს ის სურსათია, რომლის გარეშეც ტრადიციული ქართული  სუფრა წარმოუდგენელია და პირველ რიგში მათ ფასებს გავეცანით.
 გოჭის ხორცი 1 კგ საშუალოდ 20 ლარი ღირს, ხოლო მთლიანი გოჭის ფასი 120 ლარიდან იწყება. რაც შეეხება ქათამს, 1 კგ გაყინული ქათმის ფასი 4,50 ლარიდან 6,00 ლარამდე მერყეობს, ხოლო ნედლის ფასი 6-დან 8 ლარამდე. რადგან ხორცზე ვსაუბრობთ აქვე გეტყვით, რომ ტრადიციული საცივის დასამზადებლად ინდაურის ყიდვა 70 ლარად მოგიწევთ, თუმცა საბოლოო ფასი აქაც უსასრულობისკენ მიემართება.
თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები თევზეულის  მოყვარულები ხართ, მაშინ თანხა არც ამ შემთხვევაში უნდა დაინანოთ, რადგან 1 კგ ორაგულის ფასი 15 ლარიდან იწყება, ზუთხის-46 ლარიდან, შედარებით დაბალ ფასიანი თევზი კი სქელშუბლაა, რომლის 1კგ 3-დან 10-ლარამდე ჯდება, მაგრამ თუ დელიკატესზეც არ იტყვით უარს, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ხიზილალის სულ რაღაც 60 გრამიანი ქილა 20 ლარიდან ღირს.  

გადავინაცვლოთ შედარებით მსუბუქ საკვებზე. თუ  გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ ასწრებთ სალათების მომზადებას,  მათი შეძენა სუპერმარკეტებში შემდეგ ფასად შეგიძლიათ. 1 კგ მზა ოლივიე  8,50-დან 10 ლარამდე ღირს, ხოლო 1 კგ მზა ვინეგრეტი 5-დან 7,50 ლარამდე. ასევე  სამარხვო კერძებს შორის გამოირჩევა ფხალეულობა, რომლის 1 კგ  შეძენაც  17-დან 20ლარამდე შეგიძლიათ. მაგრამ თუ მაინც გეგმავთ სამზარეულოში ფუსფუსს, მაშინ მოგიწევთ შემდეგი პროდუქტების ყიდვა: ყველი-სულგუნი 12-დან 15ლარამდე ღირს, იმერული 8-დან 10ლარამდე, უცხოური წარმოების მაგარი ყველი 20ლარიდან და ზემოთ. ასევე  მჟავეულის ასორტი-კიტრი 3-დან 4 ლარამდე, წიწაკაც 3-დან 4ლარამდე, ჯონჯოლი 6-დან 8 ლარამდე, კომბოსტო 2-დან 3ლარამდე ღირს. სოკო, რომელიც ბევრ კერძში გამოიყენება, მისი ღირებულება დამოკიდებულია, თუ როგორი სახის სოკოს  შეიძენთ,  კონსერვირებული 2-დან 5 ლარამდე ღირს, ხოლო ნედლი 1კგ 8 ლარი.
სტანდარტული ზომის კვერცხის ფასმა მოიმატა და 10 ცალის ღირებულება 3,50 ლარს შეადგენს. სალათებისა და სხვა კერძების შესაზავებლად აუცილებელია მაიონეზი, ის 1,5-დან 3ლარამდე ღირს.
ქართულ სუფრისთვის ზამთარსა თუ ზაფხულში  განუყრელი ბოსტნეული კიტრი და პომიდორია, რომლის 1 კგ ფასიც 3,50ლარია.

გარდა ტრადიციული კერძებისა, ჩვენი სუფრის დამშვენება სხვადასხვა ქვეყნის სურსათითა და დელიკატესებით შეგვიძლია, თუმცა ამ შემთხვევაშიც ფასები სანუგეშო არ არის.

შაშხის ფასი 15-დან 20ლარამდე მერყეობს, თუმცა სურვილის და შესაძლებლობის შემთხვევაში გაცილებით მაღალ ფასიანის შეძენაც შეგიძლიათ.  სომხური წარმოების ბასტურმა და სუჯუხი კი  8-დან 9 ლარამდე ღირს,  ზეთისხილის ფასი  2,50-დან 5 ლარამდე მერყეობს.
ზემოთ ჩამოთვლილით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენს მიერ უკვე დახარჯული თანხა სანუგეშო არ არის, თუმცა წინ კიდევ ბევრი გვაქვს საყიდნელი.
ტკბილეული და ხილი,  ჩურჩხელა1-დან 3 ლარამდე ღირს, ასევე მანდარინი წვრილი 1,50ლ/ მსხვილი 2,50ლ, ფორთოხალი-2,50ლ; კარალიოკის ჩირი-8ლარი; რაც შეეხება 1კგ ტკბილეულის ფასს, ქართული წარმოების 5-დან 10ლარამდე ღირს, ხოლო უკრინული 5-დან 15ლარი, რუსული ტკბილეულის ფასი კი 15 ლარიდან იწყება და ფანტაზიის მიხედვით მისი ფასი მწვერვალებსაც აღწევს.  სტანდართული შოკოლადის ასორტი 5-დან 40 ლარამდე ჯდება.  
და ბოლოს მგონი ყველასთვის საყვარელი ტკბილეული, რომელიც უშუალოდ ახალ წელთან ასოცირდება და ყოველთვის დადებით ემოციას იწვევს, ეს გოზინაყია, მის დასამზადებლად როგორც იცით, თაფლი და ნიგოზია საჭირო, 1 კგ თაფლი საშუალოდ 20 ლარი ღირს, ხოლო ნიგოზი 1კგ 30 ლარი, მაგრამ თქვენ მისი შეძენა მზა მდგომარეობაშიც შეგიძლიათ და  1 კგ 30 ლარი ღირს.

ახლა კი შეუდექით თქვენი სუფრის მორთვას და  დაელოდეთ 12 საათს, რათა შამპანიურით სავსე ჭიქებით ერთმანეთს წარმატება და ბედნიერება უსურვოთ და არ დაგავიწყდეთ მისი შეძენა, მისი ფასი საშუალოდ 8 ლარიდან იწყება.  

„ექსპრესნიუსი“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ მომავალი წელი წარმატებისა და ბედნიერების მომტანი იყოს, თქვენი სუფრები კი ყოველთვის მრავალფეროვანი და განსაკუთრებული ყოფილიყოს.

სალომე ამირანაშვილი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics