20:41 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-29 14:11:27, 813 ნახვა

რეგიონი
დღეიდან შუახევს ჯიპის ტიპის 2 სამედიცინო ინვენტარით აღჭურვილი სპეცმანქანა მოემსახურება

დღეს შუახევის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილი ორი სპეცმანქანა გადაეცა. ახალი ტრანსპორტი მუნიციპალურ სამსახურს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა გადასცა.

განახლებული ავტოპარკი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დახმარების ცენტრის დირექტორთან, ავთანდილ თალაკვაძესთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან, მუნიციპალიტეტის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან და რაიონის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე.

რეგიონის პირველი პირი შუახევის რაიონულ სამსახურში შეკრებილ მედ-პერსონალს მიესალმა და მადლობა გადაუხადა ყოველდღიურად გაწეული საქმიანობისთვის.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ მაღალმთიანი სოფლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის სამედიცინო წესით აღჭურვილი სასწრაფო დახმარების მანქანები. შედეგად გაიზრდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესდება სამედიცინო სერვისი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 22 ჯიპის ტიპის სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანა რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის გადასცა.

დღეისთვის,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 232 ევროსტანდარტების შესაბამისი სპეცმანქანით განახლდა. ამათგან, 10 რეანომობილი კლინიკებს შორის მძიმე პაციენტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. 222 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანიდან - 80 საშუალო და 120 მაღალი გამავლობისაა, ხოლო 22 ჯიპის ტიპის მანქანით კი, გადაადგილება განსაკუთრებით რთულ რელიეფზეა შესაძლებელი.

რეგიონებში, ავტოპარკის განახლების პროცესი 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics