|
2018-03-29 13:19:44, 1474 ნახვა
საზოგადოება
„ყაზტრანსგაზი“ მოსახლეობას აფრთხილებს
კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის განცხადების მიხედვით, უცნობი პირები მათი სახელით რეკავენ და ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრების დაზუსტებასა და სხვა პირად ინფორმაციას სთხოვენ. “ყაზტრანსგაზ-თბილისში“ განმარტავენ, რომ ზარებთან კომპანიას საერთო არაფერი აქვს. “გაცნობებთ, რომ “ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელით უცნობი პირები კვლავ რეკავენ აბონენტებთან და სთხოვენ ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრების დაზუსტებასა და სხვა პირად ინფორმაციას. უცნობი პირები კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელით მომხმარებლებს ასევე გარკვეულ ფასად სთავაზობენ HN3-ს დეტექტორების მონტაჟს. “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ, რომ აღნიშნულ ზარებთან კომპანიას კავშირი არ აქვს და ეს ადამიანები არ არიან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები. “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ არ ინტერესდება მომხმარებლების ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრებითა და სხვა პირადი მონაცემებით, რაც ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. კომპანია ასევე არ ახორციელებს HN3-ს დეტექტორების მონტაჟს. ნებისმიერი მსგავსი შინაარსის ზარის განხორციელების შემთხვევაში, არ გასცეთ თქვენი ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია. ასევე ფაქტის დაფიქსირებისას გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 40 40 04, 24 საათის განმავლობაში“, - წერია კომპანიის განცხადებაში.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)