|
2018-03-29 11:39:00, 1510 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ბანგკოკში ტაილანდელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ტაილანდის სამეფოს დედაქალაქ ბანგკოკში ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების მინისტრს, გრისადა ბუნრახს შეხვდა. ტაილანდის სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არსებულ პოტენციალზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და ეკონომიკურ სფეროში მიღწევებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაილანდის სამეფოსთან, როგორც რეგიონის წამყვან ქვეყანასთან, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. როგორც ტაილანდის სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოცდილების გაზიარება გარემოს დაცვის მიმართულებით, მათ შორის, ტყისა და წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის კუთხით. ტაილანდის სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების მინისტრის განცხადებით, მისთვის ცნობილია ქართული ღვინის მაღალი ხარისხის შესახებ. მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს ქართული პროდუქციის ტაილანდის სამეფოში პოპულარიზაციას. ტაილანდის სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ლევან დავითაშვილთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთში, ბანგლადეშში, ტაილანდის სამეფოსა და შრი-ლანკაში არჩილ ძულიაშვილი ესწრებოდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)