09:00 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 14:24:18, 1400 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტში მიწათსარგებლობის გენგეგმის განხილვა ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს

თბილისის მერია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებულ დოკუმენტს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს აცნობს. პარლამენტში იმყოფება მერი კახი კალაძეც. გენერალური გეგმის განხილვა ოპოზიციისა და დოკუმენტზე მომუშავე  ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლების გარეშე დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.   ოპოზიცია აცხადებს, რომ შეხვედრაზე მიპატიჟებული არ არიან. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კი პირიქით საუბრობს. "როგორც საკრებულოს სრული შემადგენლობა, ასევე პარლამენტში ის კომიტეტები, რომელსაც ეხებათ თვითმმართველობის საკითხები, სრული შემადგენლობოთ არიან მოწვეული",-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვის დაწყებამდე. კახი კალაძის თქმით, გენგეგმასთან დაკავშირებით  საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics