|
2018-03-28 11:13:23, 1310 ნახვა
საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობა“ მარეგულირებელ კომისიებში არანორმალური ხელფასების შეკვეცას ითხოვს
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით შევიდა, რათა ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ კანონში ცვლილა იქნას შეტანილი. როგორც "მაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღების მიზანი ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში შრომითი ანაზღაურების რეგულირებაა. "ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში კომისიის წევრებისთვის და ხელმძღვანელი პირებისთვის შრომითი ანაზღაურების ზღვრული ოდენობის განსაზღვრის მიზნით საპარლამენტო ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში განსახილველად წარადგინა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გულისხმობს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას. კანონპროექტის მიღების მიზანია ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში შრომითი ანაზღაურების რეგულირება. კერძოდ, მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი პირების წლიური შრომითი ანაზღაურება არაადეკვატურად მაღალია და არ შეესაბამება გაწეული სამუშაოების ხასიათსა და მოცულობას. მაგალითად, საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის ერთ-ერთი წევრის წლიური ანაზღაურება 246 272 ლარს შეადგენს, რაც თვეში 20 000 ლარზე მეტია, რაც სამჯერ აღემატება საქართველოს პრეზიდენტის ერთი თვის შრომის ანაზღაურებას. შესაბამისად, კანონპროექტის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში კომისიის წევრებისთვის და ხელმძღვანელი პირებისთვის თვიური შრომის ანაზღაურების ზედა ზღვრის დაწესება. ინიციატივის მიხედვით, მარეგულირებელი კომისიის წევრის, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის შრომითი ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების 1 თვის ოდენობას", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)