|
2018-03-27 12:41:55, 717 ნახვა
რეგიონი
ბაღდადში მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი მიშელაძემ ბაღდადის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს წარუდგინა. სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი პირობების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ანდა მის მეპაიეებს საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 20 ჰექტარი ვენახი. გაშენებული ვაზის ჯიშების არანაკლებ 95% კი უნდა განეკუთნებოდეს ვაზის ნებადართულ ჯიშებს. პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს გადაეცემა 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა, კოოპერატივმა უნდა უზრუნველყოს საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება. გიორგი მიშელაძის განცხადებით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცემათ არამხოლოდ ყურძნის, არამედ უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ სარგებელი. გასულ წელს კახეთის რეგიონში, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყურძნის გადამამუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო გაიხსნა.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)