23:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-25 17:24:16, 2307 ნახვა

სამართალი
„ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულებს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ

სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტექნიკურ მენეჯერსა და ტექნიკური საწყობის ზედამხედველ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულების პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა.

„ერთ-ერთი ბრალდებული ერთხელ უკვე იმყოფებოდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ის ნასამართლევია, ამიტომ არსებობს ალბათობა, რომ ის მიიმალოს, რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მას აქვს კავშირები თურქეთში და ასევე არის საშიშროება, რომ მან გამოიყენოს კავშირები და მიემალოს გამოძიებას, ამიტომ ვითხოვთ წინასწარ პატიმრობას, რათა ხელი არ შეეშალოს მართლმსაჯულების აღსრულებას, დანაშაული არის მძიმე, ის ითვალისწინებს ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობას და ეს გარემოებები აძლიერებს რისკებს, რომ მათ თავი აარიდონ სასამართლოს“, -განაცხადა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ.

დაცვის მხარემ მოსამართლეს ორივე დაკავებულის 20 ათას ლარიანი გირაოს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.ასევე, თავდებში მყოფი პირების სია წარუდგინა, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

მომდევნო სასამართლო პროცესი 16 მაისს 13:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმში, აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics