|
2018-03-24 11:19:10, 1442 ნახვა
საზოგადოება
უვიზო მიმოსვლის თაობაზე საინფორმაციო შეხვედრები უმაღლეს სასწავლებლებსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გაიმართა
უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. 19-23 მარტს, კამპანიის ფარგლებში შეხვედრები დედაქალაქშიც მიმდინარეობდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები თბილისის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრები გაიმართა 5 უნივერსიტეტში: საქართველოს ტექნიკურ, სოხუმის სახელმწიფო, აღმოსავლეთ ევროპის, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტებში. შეხვედრებს 230-მდე სტუდენტი დაესწრო. კამპანიის ფარგლებში, დედაქალაქის პარალელურად შეხვედრები რეგიონებში გაგრძელდა. მიმდინარე კვირაში შეხვედრები გაიმართა სამეგრელოში, აჭარაში, გურიასა და ქვემო ქართლში, მათ შორის ზუგდიდში, წალენჯიხაში, სენაკში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ქობულეთში, ახალციხეში, გარდაბანში, რუსთავში, ბოლნისსა და მარნეულში, ასევე ახალციხეში. აღნიშნულ რეგიონებში საინფორმაციო ცენტრისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებმა 15 შეხვედრა გამართეს და 830-მდე ადამიანს შეხვდნენ. კამპანიის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეები კიდევ ერთხელ გაეცნენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის წესებს. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა იმ რისკებსა და საფრთხეებზე, რომელიც უკავშირდება როგორც წესების დარღვევას, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებას. საუბარი შეეხო საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რასაც სახელმწიფო უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის პრევენციისთვის გეგმავს. საინფორმაციო კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება.
(NS)
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)