|
2018-03-24 10:21:58, 1979 ნახვა
სამართალი
შსს-მ თბილისში, გონიოსა და ბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტები გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1967 წელს დაბადებული ი.ქ. და თურქეთის მოქალაქე, 1964 წელს დაბადებული ფ.ი. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისში, სასტუმროს ტიპის ერთ-ერთ დაწესებულებაში, მისი მფლობელი ფ.ი. და დაწესებულების ადმინისტრატორი და ბარმენი ი.ქ. გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის ოთახებს სისტემატურად აქირავებდნენ. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. „ამავე ბრალდებით, თბილისში კიდევ ერთი პირია დაკავებული. გამოძიებით დადგენილია, რომ ჩინური მასაჟის ერთ-ერთი სალონის ადმინისტრატორი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული ზ.ქ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ცალკეულ პირებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა. სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე პირები მოწმის სახით უკვე გამოკითხეს. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გონიოსა და ბათუმში, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე, 6 პირი, მათ შორის, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე ამხილა. გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულები საკუთარ და დროებით მფლობელობაში არსებულ სასტუმროების ნომრებსა და ფართებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ყველა ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 254-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)