00:52 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 10:34:43, 351 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ  დღეს  ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ხაბაძე ქობულეთის გამგეობისა და საკრებულოს წევრებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის  ხუცუბნის  სოფელ ნაკაიძეებში კილომეტრნახევრიანი გზის მონაკვეთის მოასფალტების პროცესს დაესწრო.

სამუშაოები 2015 წლის 1 აპრილს დაიწყო  და მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს დასრულდება. ობიექტზე დასაქმებულია 12 ადამიანი, მათ შორის 6 ადგილობრივი.

დღესვე არჩილ ხაბაძე ადგილობრივ დეპუტატებთან ერთად გელაურის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის კეთილმოწყობით სამუშაოებს გაეცნო.

„ინფრასტრუქტურული ღონისძიება საკანალიზაციო სისტემის ცენტრალური მაგისტრალისა და შიდა ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომლისთვისაც ბიუჯეტში 1 296 669 ლარია გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება შემოდგომისთვის იგეგმება. ამ პროექტის დასრულების შემდეგ გელაურის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის არარსებობა მოსახლეობას პრობლემას აღარ შეუქმნის. ამავე დასახლებაში სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქუჩების კეთილმოწყობის პროექტი, რომლის განხორციელებაც საკანალიზაციო სისტემების კეთილმოწყობითი სამუშაოების დასრულების შემდეგ იგეგმება. მიმდინარე წელს გელაურის დასახლებაში დაგეგმილია საბავშვო ბაღის მშენებლობა“, – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

 მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები  მიმდინარეობს ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე  და ჭავჭავაძის ქუჩის დასახლებაში, სადაც პარალელურ რეჟიმში რამდენიმე გადამკვეთი ქუჩის მოასფალტება და ტროტუარების მოფილაქნება მიმდინარეობს, ეწყობა გაზონები და სანიაღვრე არხები. ასევე   გაკეთდება ჭრილები ავტობუსის გაჩერებისა და სანაგვე ყუთების განთავსებისთვის.

 სარეაბილიტაციო სამუშაობი, რომლისთვისაც 540 145 ლარია გათვალისწინებული, ივლისის ბოლოს  დასრულდება.   რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელვადიანი პროექტია, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება. რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის საფარის ორმული შეკეთება მიმდინარეობს, რომლისთვისაც ბიუჯეტში 28 ათასი ლარია გათვალისწინებული.  

„წლების მანძილზე მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა მოსახლეობის ძირითად პრობლემას წარმოადგენდა. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა პრობლემას უქმნიდა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე იწვევდა ტურისტული სეზონის დროს ტურისტთა უკმაყოფილებას“, – ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics