|
2018-03-23 17:44:35, 1709 ნახვა
საზოგადოება
ილია ელოშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, მერიის შენიშვნები გააცნო
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, მერიის შენიშვნები გააცნო. შეხვედრაზე ელია ელოშვილმა იმ პრობლემებსა და ხარვეზებზე დეტალურად ისაუბრა, რომელმაც დედაქალაქის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის მიღება შეაფერხა. მერის მოადგილემ თბილისის სწორი განვითარების მიმართულებით, გენგეგმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რაც კომპანია „სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის პირობებში, გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს. ილია ელოშვილის განცხადებით, გენგეგმის ახალ ვერსიაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ზონირებას, მწვანე საფარის განაწილებასა და კონკრეტულ კონცეფციებთან დაკავშირებით, სუსტად არგუმენტირებულ კვლევებს უკავშირდება. მერის მოადგილის თქმით, ახალ გენერალურ გეგმაში მწვანე ზონები, განსაკუთრებით, შიდაკვარტალური სივრცეები საერთოდ არ არის დატანილი. გარდა ამისა, არეულია ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, საზოგადოებრივი და სატრანსპორტო ზონები, შეცვლილია მათი სტატუსები, რაც დოკუმენტსა და მის ეფექტიანობას საბოლოოდ, ბუნდოვანს ხდის. ამასთან, ილია ელოშვილს მიაჩნია, რომ მწვანე ქალაქის, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურისა და პარკირების განვითარების მიმართულებით შემოთავაზებული კვლევები კომპლექსური და სრულყოფილი არ არის. ასევე, არ არის წარმოდგენილი სატრანსპორტო მოდელირება და გზების მშენებლობის კონცეფციები საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. „შევხვდით დარგის ექსპერტებს, რათა ჩვენივე ხედვები კიდევ ერთხელ გადაგვემოწმებინა. ეს ძალიან სწორი პოზიციაა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ერთობლივი შეხვედრა კიდევ ერთხელ გაიმართება, სადაც ყველა მხარე იქნება მოწვეული, თუმცა ეს სხვა ფორმატი იქნება. დოკუმენტთან დაკავშირებით, იქ, სადაც დადებით ასპექტებს ვხედავთ, ჩვენი პოზიციები უკვე გამოვხატეთ, თუმცა ასევე, გამოვყავით ის მიმართულებები, სადაც კითხვის ნიშნები კვლავ რჩება. ექსპერტებს კიდევ ერთხელ, საჯაროდ მოვიწვევთ და დოკუმენტს მათთან ერთად გავივლით“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის შეკითხვები ძირითადად, გენგეგმის განახლებასა და მის გაუმჯობესებას უკავშირდება. კერძოდ, სწორად იყო თუ არა „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებული იმ აქტივობების ერთობლიობა, რომელიც თბილისის მერიამ უნდა განახორციელოს, რათა არსებული დოკუმენტის გაუმჯობესება მოხდეს. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ დედაქალაქის მერია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას დოკუმენტის საჯარო განხილვის შემდეგ მიიღებს, რომელიც „სითი ინსტიტუტის“ მონაწილეობით, თბილისის მერიაში 26 მარტს გაიმართება.
(NS)
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)