23:04 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 17:39:48, 1425 ნახვა

სამართალი
EMC სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) თბილისის პროკურატურას განცხადებით მიმართა  და 2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების საცხოვრებელ სახლში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ოჯახის წევრების მიმართ გამოვლენილი დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. 

როგორც ორგანიზაციიე მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისგან აღებული ახსნა-განმარტებები უთითებს, რომ სპეცოპერაცია ოჯახის წევრების მიმართ სასტიკი და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და გაუმართლებელი კონტროლის ფორმებით ჩატარდა.

„თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისგან აღებული ახსნა-განმარტებები უთითებს, რომ სპეცოპერაცია ოჯახის წევრების მიმართ სასტიკი და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და გაუმართლებელი კონტროლის ფორმებით ჩატარდა, რამაც მათში შიშის, არასრულფასოვნების, დაუცველობის შეგრძნება და სულიერი ტანჯვა გამოიწვია.  დილის 4 საათზე  საცხოვრებელ სახლში შეჭრისთანავე შეიარაღებულმა და ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა მძინარე ოჯახის წევრები ძირს დაყარეს და იარაღის დამიზნებით არ აძლევდნენ გადაადგილების შესაძლებლობას. იარაღის დამიზნებით სპეცრაზმელებს ისინი დილის 4 საათიდან 10 საათამდე საკუთარ ოთახებში ყავდათ გამომწყვდეული და ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობასაც კი არ აძლევდნენ. თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გასროლა მისი დის თვალწინ განხორციელდა და ოჯახის წევრების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მათ არ აწვდიდნენ ინფორმაციას შვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის შესახებ. მოგვიანებით თემირლან მაჩალიკაშვილის მამას შვილის ოთახში ჩატარებული ჩხრეკის პროცესში  დასწრების შესაძლებლობა მისცეს. მალხაზ მაჩალიკაშვილს საკუთარი შვილის ლოგინში და იატაკზე დიდი ოდენობით სისხლის კვალი დახვდა, თუმცა მამისთვის სპეცრაზმელებს მომხდარის შესახებ არც მაშინ გაუკეთებიათ განმარტებები. ოჯახის წევრებმა შვილის დაჭრის შესახებ ზუსტი ინფორმაცია, მოგვიანებით მხოლოდ თელავის საავადმყოფოში მისვლისას მესამე პირებისგან გაიგეს.  შექმნილმა სიტუაციამ განსაკუთრებით დაამძიმა თემირლან მაჩალიკაშვილის მოხუცი ბებიის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მას ეპილეფსიური შეტევა დაეწყო. მისი ასაკისა და გამწვავებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, სპეცრაზმელებმა არ უზრუნველყვეს მისთვის დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების განმარტებით, ისინი სრულად ემორჩილებოდნენ სპეცრაზმელთა მითითებს, მათ მობილურები გადასცეს და არც რაიმე წინააღმდეგობის გაწევას ჰქონია ადგილი, რაც გამოყენებული კონტროლის და სასტიკი მოპყრობის არა პრევენციულ, არამედ უფრო მეტად სადამსჯელო ხასიათზე უთითებს.  აღნიშნულის, აგრეთვე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სპეცოპერაცია არსებითად საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისა (ჩხრეკა) და დაკავების მიზნით და წესი ხორციელდებოდა სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დრო, მასშტაბი, კონტროლისა და მოპყრობის სასტიკი ფორმები გაუმართლებელი და თვითნებური იყო და მთლიანობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 3-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებზე უთითებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

EMC მოუწოდებს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მიმართ დამამცირებელი მოპყრობისა და ღირსების შემლახველ მდგომარეობაში ჩაყენების ფაქტზე დაიწყოს გამოძიება და ოჯახის წევრებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics