18:57 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 09:28:31, 353 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობამ 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიების პროგრამა დაამტკიცა

26 მაისის საზეიმო ღონისძიება 12 საათზე  თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნება,- ამის შესახებ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომელიც  პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

კომისიის წევრებმა საორგანიზაციო  საკითხები განიხილეს და  26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიების პროგრამა დაამტკიცეს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 26 მაისს სახალხო ზეიმი გაიმართება.

„თორმეტ საათზე დაიწყება ღონისძიება საზეიმო თეატრალიზებული მსვლელობით, პირველ საათზე ფიცის დადება გაიმართება თავისუფლების მოედანზე,  გვექნება ავიაშოუს ელემენტები. მთელი დღის განმავლობაში, საღამოს 8 საათამდე რუსთაველის გამზირი დაეთმობა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მოწყობილ კუთხეებს. გველოდება ბევრი სანახაობა. გუდაურის განვითარების ფონდი ხელოვნური გათოვლიანების კუთხეს მოაწყობს, სადაც იქნება საგუნდაო და საციგურაო ადგილები. ასევე,  მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ჩატარდება კონკურსები, შეჯიბრებები, გაიმართება მხიარული სტარტები და სხვადასხვა ტიპის კონცერტები. 26 მაისს იქნება ყველაფერი ის, რაც ამ დღეს დაამახსოვრებს მოსახლეობას და შეუქმნის მათ საზეიმო განწყობას“, –აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

26 მაისს საზეიმო კონცერტი გაიმართება ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში, რომელიც მიეძღვნება ჯანსუღ კახიძის საიუბილეო თარიღს. ღონისძიებებს  პარლამენტის წინ დაგეგმილი გალა–კონცერტი და ფეიერვერკი დაასრულებს.

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის სხდომას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების  და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics