23:04 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 13:47:37, 1293 ნახვა

სამართალი
„სტერეო +“ ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილთან აფილირებულ კომპანიას უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს

კომპანია „სტერეო +“ საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქვეყნის დამოუკიდებელი მულტიპლექს ოპერატორის ხელში ჩაგდების მიზნით, უკანონო ქმედებებს ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილთან აფილირებული კომპანია ახორციელებს.

მათივე ცნობით, Chemexim  International-მა სრულიად დაუსაბუთებელი სარჩელით, სასამართლოსგან „სტერეო +“-ის დამფუძნებლის დავით ზილფიმიანის მიმართ მილიონამდე ლარის დაკისრება მოითხოვა.

აღნიშნული სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნიეს და არ დააკმაყოფილეს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა.

„2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ, მხარეთა დასწრებისა და მათთვის  შეკითხვების  დასმის გარეშე, გააუქმა სასამართლოს პირველი ორი ინსტანციის გადაწყვეტილება. ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დავით ბეჟუაშვილთან აფილირებული კომპანიის სასარჩელო მოთხოვნა, რის  შემდეგაც      დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემამდე (დასაბუთებული გადაწყვეტილება დღესაც  არ არსებობს), გამოწერა სააღსრულებო  ფურცელი  და დაიწყო სააღსრულებო  წარმოება, რასაც   უნდა მოჰყვეს    შპს „სტერეო +“-ში    დავით ზილფიმიანის  კუთვნილი  წილის  დაყადაღება  და დავით ბეჟუაშვილის კომპანიაზე გადაფორმება.

მიგვაჩნია, რომ შპს „სტერეო +“-ში 50% წილის  იმ ადამიანის ხელში გადასვლა, რომელმაც წინა ხელისუფლების  დროს არაერთხელ  გამოიჩინა თავი თავისუფალ  მედიასაშუალებებში  წილების უკანონდ  ხელში ჩაგდებით, გამოუსწორებელ     ზიანს  მიაყენებს თავისუფალი  მედიასივრცის განვითარებასა და დამკვიდრებას.

ყველაფერი ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ბეჟუაშვილს თავისი მფარველების დახმარებით, დღესაც მიუწვდება ხელი ქვეყნის მართლმსაჯულებასა  და პროკურატურაზე,  რითაც გრძელდება  მეტად საშიში ტენდენცია დამოუკიდებელი მედიაკომუნიკაციების ხელში ჩაგდებისათვის.

ამ მასობრივი უსამართლობის პირობებში, კომპანია  იწყებს ბრძოლას მის ხელთ არსებული ყველა რესურსითა და საშუალებით.

დახმარებისთვის მივმართავთ როგორც  ქვეყნის     აღმასრულებელ ხელისუფლებას,   რომელიც დღემდე მონდომებით  უწევდა დახმარებას  ქვეყნის ციფრული მაუწყებლობის  განვითარებას, ასევე პარლამენტს, რათა დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინონ ამ  უსამართლობაზე. ასევე თანადგომისთვის მივმართავთ ყველა  მედია საშუალებას, საერთაშორისო და  დიპლომატიურ უწყებებს,  არასამთავრობო ორგანიზაციებსა და  ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის დამყარება.

საზოგადოებისათვის  ცნობილია, რომ   2012 წლის   მაისში, შპს „სტერეო+“-ის ხელში ჩაგდების მიზნით, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ დაარბია შპს „სტერეო+“-ისა და შპს „პირველი სტერეოს“ ოფისები, მოიპარა მათში განთავსებული სატელევიზიო და კომპიუტერული აპარატურა და დააზიანა საკომუნიკაციო ქსელები და ავეჯი. ყველაფერი ეს, ჩვენი ინფორმაციით,   განხორციელდა     დავით  ბეჟუაშვილის  დაქვემდებარებული პირების  მიერ, სახელმწიფო სტრუქტურების ხელშეწყობით.

2012 წლის  დეკემბერში  „სტერეო+“-ისა    და  შპს  „პირველი  სტერეოს“  წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის  გამო   განცხადებით მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურორს.  მიუხედავად იმისა,  რომ     დაიწყო  გამოძიება,    დაიკითხნენ  მოწმეები და  შეკრებილი     იქნა  წერილობითი მტკიცებულებები, დღემდე არ არის დადგენილი  დანაშაულის ჩამდენი არცერთი პირი, რაც გვიქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ დამნაშავეებმა შეძლეს საერთო ენის გამონახვა იმ პირებთან, ვისაც კანონით  ევალება დანაშაულის  ფაქტის  გამოძიება, დანაშაულის  ჩამდენი პირების გამოვლენა  და მათთვის ბრალდების წაყენება“,-აღნიშნავენ შპს „სტერეო +“-ის დირექტორი და დამფუძნებელი პარტნიორები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics