|
2018-03-23 11:56:19, 1456 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები ProWein-ზე მონაწილეობდნენ
გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა „ProWein-2018" ჩატარდა, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მონაწილეობდა. გამოფენაზე ქართული კომპანიები წარმოდგენილი იყვნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ასოციაცია „ქართული ღვინო"-ს ორგანიზებით. გამოფენის გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დაესწრო. „დიუსელდორფის „ProWein"-ი არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა ღვინის სექტორში. საქართველო უკვე 10 წელზე მეტია მასში სტაბილურად მონაწილეობს და ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. წელსაც, ძალიან ბევრი ქართული ღვინის დამფასებელი და მომხმარებელი მოვიდა ქართულ სტენდზე. დიუსელდორფის გამოფენაზე ქართული ღვინის კარგად წარმოჩენა ერთგვარი საწინდარია, რომ ახალ ბაზრებზე ქართული ღვინო უფრო და უფრო კარგად გაიყიდოს" - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა. მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენა ProWein წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. წელს გამოფენაში საკუთარი პროდუქცია 64 ქვეყანამ წარმოადგინა და მას 60 ათასამდე ღვინით მოვაჭრე და იმპროტიორი ეწვია, რაც კომპანიებისთვის ახალი კონტაქტებისა და იმპორტიორების მოძიების შესაძლებლობაა. საქართველო აღნიშნულ გამოფენაში 2000 წლიდან მონაწილეობს და ერთიანი ქართული სტენდი წლიდან წლამდე წარმომადგენლობითი და მრავალფეროვანი ხდება. თავდაპირველად, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობას მხოლოდ 5 კომპანია იღებდა. ProWein-ის გამოფენის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართული კომპანიების მხრიდან ინტერესიც გაიზარდა და წელს, საქართველო 26 კომპანიამ წარადგინა. როგორც ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, წლევანდელი გამოფენა განსაკუთრებული ხალხმრავლობით და პროდუქტიული საქმიანი შეხვედრებით გამოირჩეოდა. „ProWein-2018"ში მონაწილეოდნენ შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „გიუაანი", „მეგობრების მარანი", შპს „ქინძმარაული", „თელავის ღვინის მარანი", KTW, „გურამიშვილის მარანი", „ვაზიანი კომპანი", „თბილღინო", „მარნის კარი", „ბოლერო", „შილდა", „ჩიგოგიძე ვაინს", „ბადაგონი", „მილდიანი", „თელიანი ველი", „კახური", „ვიტე ვერა/ბესინი", „შუხმანი", „ქართული ღვინის სახლი", „ხარება", „შუმი", „კორპორაცია ქართული ღვინო", GWS, „შატო მუხრანი, „დუგლაძეების ღვინის კომპანია", „კორპორაცია ქინძმარაული".
(NS)
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)