|
2018-03-22 18:02:02, 1424 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი ბოლო პერიოდში ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს ეხმაურება
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ბოლო პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან განვითარებულ მოვლენებს, ასევე, მედია-კავშირ „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფზე სავარაუდო თავდასხმის ფაქტს. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი მიესალმება სამართალდამცავი ორგანოს მიერ მომხდართან დაკავშირებით განხორციელებულ დროულ რეაგირება. "გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის 19 მარტს „რუსთავი 2-ის“ შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ წევრებმა გადაადგილების საშუალება არ მისცეს ტელეკომპანიის ჟურნალისტსა და იურისტს. აქციის მონაწილეების მითითებით, ისინი გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაჟღერებულ მოსაზრებას აპროტესტებდნენ. ამასთან, „ქართული მარშის“ წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტს დავით ერაძეს, რომელმაც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ მასზე თავდასხმა პროფესიული საქმიანობის შესრულებისას განხორციელდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ „ქართული მარშის“ 6 აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავა. (დაკავებული პირები სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა). ჟურნალისტზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა), ხოლო ტელეკომპანიის თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე - სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება). მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (ხულიგნობა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ) „ქართული მარშის“ კიდევ 5 წევრი დააკავა. მოცემული ეტაპისთვის დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირება გრძელდება. სახალხო დამცველი მიესალმება სამართალდამცავი ორგანოს მიერ მომხდართან დაკავშირებით განხორციელებულ დროულ რეაგირებას. დანაშაულზე მყისიერ სამართლებრივ პასუხს მნიშვნელობა აქვს დაუსჯელობის განცდის გასაქარწყლებლად და სამომავლო შემთხვევების პრევენციისათვის.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)