23:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 15:51:44, 1488 ნახვა

სამართალი
თბილისის მთავარ სამმართველოში „ქართული მარშის“ წევრებისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს

თბილისის მთავარ სამმართველოში „ქართული მარშის“ წევრებისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს.

ადვოკატის ცირა ჯავახიშვილის განცხადებით, დაკავებულ პირებს სისხლის სამართლებრივი დანაშაული არ ჩაუდენიათ. მისივე განმარტებით, მათი მხრიდან, ყველაზე მეტი, ადმინისტრაციული გადაცდომა მოხდა.

„არ ველოდებოდი, რომ 239-ე მუხლით დაიწყებდნენ სისხლის სამართლებრივ დევნას, მაშინ, როცა ადმინისტრაციული წარმოება ჰქონდათ დაწყებული. ადმინისტრაციულმა კოლეგიამ განიხილა მათი სამართალდარღვევის საკითხი და ამ დროს უცებ, რატომღაც საქმის მწარმებელმა ორგანომ გადაიფიქრა, განაცხადა, რომ უტვინოები ვართ, შეგვეშალა. სინამდვილეში გვარამია იყო უკმაყოფილო იმით, რომ ეს პირები ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში იქნენ მიცემულნი და დაიწყეს სისხლის სამართლის დევნა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს წარმოება „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის მიერ დაკვეთილი წარმოებაა“,- განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.

ცნობისთვის, ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობასთან 19 მარტს ადმინისტრაციული წესით „ქართული მარშის“ 6 წევრი დააკავეს, მათ შორს მარშის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი. ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) არის დაკავებული.

„დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე საქმეზე სამართალდამცველების კითხვებს გუშინდელი დაპირისპირების მონაწილე პირები: მ.ა. ვ.ს. ი.დ. და გ.ო. ამ წუთებში პასუხობენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics