15:21 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 12:54:50, 2020 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლა სარკოზი: ბრალს მდებენ ყოველგვარი არსებითი მტკიცებულებების გარეშე

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადებით, მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლოა, - ამის შესახებ Figaro იუწყება.

როგორც სარკოზიმ აღნიშნა, მას ბრალს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დებენ.

"ეს ბრალდებები ეფუძნება კადაფის შვილის, ძმის, პრესმდივნის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებებს. მე უკვე დიდი ფასი გადავიხადე ამ საქმისთვის. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 1,5%-ის სხვაობით წავაგე. კადაფის ოჯახისა და მისი გარემოცვის მიერ აგორებული საქმე მე ამ 1,5%-ად დამიჯდა“, - აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ.

ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე მისი სტატუსის შეცვლა მოითხოვა. საუბარია, იმაზე, რომ სარკოზი ბრალდებულის ნაცვლად - მოწმე ეჭვმიტანილით შეიცვალოს. მსგავსი პრაქტიკა საფრანგეთის სასამართლოში მიღებულია. პირი თავდაპირველად მოწმის სახით ფიგურირებს საქმეში, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით შესაძლოა ბრალდებული გახდეს.

ცნობისთვის, ნიკოლა სარკოზის 2007 წელს ლიბიის მიერ მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. სარკოზის ბრალი წარუდგინეს პასიურ კორუფციაში, საარჩევნო კამპანიის არალეგალურ დაფინანსებასა და ლიბიის სახელმწიფო სახსრების დაფარვაში.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 2007-2012 წლამდე იკავებდა. მანამდე სარკოზი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics