15:24 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 11:20:06, 1723 ნახვა

მსოფლიო
კოსოვოს პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს

კოსოვოს პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. 

უცხოური მედიის ცნობით, ამგვარად ოპოზიციამ მონტენეგროსთან საზღვრის დემარკაციის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით კენჭისყრის ჩაშლა სცადა.

სხდომათა დარბაზში ცრემლსადენი გაზის გაშვების გამო, პარლამენტის წევრები იძულებულები გახდნენ, სხდომა დაეტოვებინათ.

ხმის მიცემა მხოლოდ მეხუთე მცდელობისას მოხერხდა. კოსოვოს პარლამენტმა მონტენეგროსთან საზღვრის შესახებ 2015 წლის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა, რაც ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მოსაპოვებლად.

კოსოვოსა და მონტენეგროს შორის შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა. ოპოზიციის მტკიცებით, შეთანხმების ამოქმედების შედეგად კოსოვო 8000 ჰექტარ ტერიტორიას დაკარგავს. მონტენეგროს აღნიშნული შეთანხმება უკვე რატიფიცირებული აქვს.

კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოცცხადდა. კოსოვოს დამოუკიდებელობა  მსოფლიოს 100-ზე მეტმა  ქვეყანამ აღიარა. თუმცა, მის დამოუკიდებლობას დღემდე არ აღიარებს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა, ასევე რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics