|
2018-03-22 11:09:32, 1447 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: „სითი პარკის“ მხრიდან არის მცდელობა, პროცესი პოლიტიკურ ჭრილში განიხილოს
კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობის გამო მოხდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტირების ყოველგვარი მცდელობა საფუძველს მოკლებულია, რადგანაც კომპანიის მხრიდან არის მცდელობა, პროცესი პოლიტიკურ ჭრილში განიხილოს. „მინდა გამოვეხმაურო „სითი პარკის“ მიერ გაკეთებულ განცხადებებს. სამწუხაროდ, კომპანიის მხრიდან არის მცდელობა, აღნიშნული პროცესი პოლიტიკურ ჭრილში განიხილოს, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა „სითი პარკის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობის გამო მოხდა. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტირების ყოველგვარი მცდელობა საფუძველს მოკლებულია და არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, 10 აპრილამდე კომპანია ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს, ხოლო 10 აპრილიდან დედაქალაქში პარკირების მენეჯმენტს სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. დედაქალაქის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის მერიას ბიზნესთან ჯანსაღი, სამართლებრივ საფუძვლებზე დამყარებული ურთიერთობა აკავშირებს. „ჩვენ ბიზნესთან გვაქვს ჯანსაღი, სამართლებრივ საფუძვლებზე დამყარებული ურთიერთობა. მერიის კარი ყოველთვის ღიაა ბიზნესსექტორისთვის. მივესალმებით, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების საქმიანობას საქართველოში. ასევე, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ისრაელის კომპანიებისთვის მერიის კარი ყოველთვის ღიაა. მზად ვართ, მათი წინადადებები განვიხილოთ და ზოგადად, ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას ჩვენს ქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე, შეეხო „სითი პარკის“ თანამშრომლების საკითხს. კახა კალაძემ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, მამუკა კობახიძეს დაავალა, რომ კომპანიის 120-მა თანამშრომელმა მუშაობა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაგრძოს. „ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის ყველა ადამიანის ბედი ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მინდა დავავალო სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, მამუკა კობახიძეს, რომ ის 120 თანამშრომელი, რომელიც ამ კომპანიაში მუშაობდა, მათი გამოცდილება იქნას გამოყენებული და თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გადმოვიყვანოთ. ეს ადამიანები მათი კომპანიის ქმედებების გამო არ უნდა დაზარალდნენ. პირიქით, მათი გამოცდილება გამოყენებული იქნება პარკირების სისტემის მართვისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს ასევე დაავალა, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები იმისთვის, რომ საპარკინგე ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადებში მოეწყოს. (NS)
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)